“ნიჭიერ უილ ჰანთინგში” ამბობს ამ ფრაზას რობინ უილიამსი: – ხალხი ამას ნაკლოვანებებს ეძახის, მე კი – შესანიშნავ წვრილმანებსო… შეიძლება სხვა კონტექსტში ამბობს და სხვა რამესაც გულისხმობს, მაგრამ მე ზოგადად იმ რაღაცებს დავუკავშირე, რაც გამორჩეულს ხდის თითოეულს, თითქოს უმნიშვნელო დამახასიათებლობებს, რომელთა არგათვალისწინება ადამიანთან ურთიერთობისას არ გამოდის.
მინდა ის 4 stuffs აღვნიშნო, რომელთა წინასწარი ცოდნაც ჩემს ნაცნობებსა და მეც გაუგებრობას აგვაცილებდა თავიდან.
1. პედანტიზმი!- ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე, დღე – რომელშიც ყოველი მოქმედება წუთი-წუთზე იქნებოდა გათვლილი. როცა მეცოდინებოდა, რომ გერმანული სიზუსტით 9-ზე დაწყებული ლექციებისა თუ სამსახურის დამთავრებისთანავე, ქუჩაში გამოსულს, ზუსტად 7-ის 15 წუთზე გამიჩერებდა ავტობუსი, 7-ის 28 წუთზე ვიქნებოდი სახლში, 8-ზე ვივახშმებდი… მოკლედ, ვისთვის მოსაწყენია ასეთი გათვლები, მე კი მიყვარს ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და ვერ ვიტან სპონტანურ ცვლილებებს ამ გეგმებში. სიამოვნებით მოვკვდებოდი დაგეგმილად, ვთქვათ 80 წლის ასაკში, წინასწარ მცოდნე, რომ ჩემი ავადმყოფობა ზუსტად 3 თვეს გასტანს. იმ 3 თვეს კარგად განვსაზღვრავდი და ფრიადზე შესრულებული დავალებებით წარვსდგებოდი ლუციფერის წინაშე! : )
2. ზიზღიანობა! -ეს წვრილმანი, რომელიც სულაც არ მიმაჩნია წვრილმანად, საკვებს უკავშირდება. საეჭვო სისუფთავის ჭურჭელში დამზადებული კერძები, გალოკილი და ჯამში ჩაბრუნებული კოვზები, დაუბანელი ხელით ამორეული საჭმელი, ან გულითადი ღიმილით გამოწვდილი ჩაკბეჩილი ხილი და შოკოლადი ჭკუაზე მშლის. ტაქტის გამო თუ უარი ვერ ვთქვი, მერე მთელი დღე დისკომფორტი შემაწუხებს. ნუ შემომთავაზებთ გალოკილი კოვზით საჭმელს, რაა! : (
3. ყველაფერი გადიდებულად – ეს რამდენიმე წელია, დამეწყო საინტერესო “წიკი”, გონებაში ყველაფერს ვადიდებ. მაგალითად ხელებს დაბანის დროს და ვხედავ უზარმაზარი წვეთები (ჩანჩქერის მსგავსად) როგორ ასკდებიან და აისხლიტებიან ხელებიდან და თითქოს მესმის კრანის სტანდარტული ხმა, ისე როგორც მთის მდინარის შხუილ-ჩხრიალი. მაგარი პრიკოლი გასართობია, შეგიძლია, უფრო შორს წახვიდე და მიკროსკოპულ დონეზე გაადიდო კანი გონებაში , ზედ მოფუთფუთე ბაქტერიებითა და ფერიმჭამელებით. : D
4. არ მიყვარს ზედმეტი გულითადობა! ორი დღის გაცნობილი ადამიანი რომ გადაგეფსკვნება, ხელს მკლავში გაგიყრის და იდუმალი ხმით გეჩურჩულება საკუთარი ცხოვრების ინტიმური დეტალების შესახებ. მე ასეთი ფამილარობის მისაღწევად თვეები მჭირდება და არ მსიამოვნებს ზედმეტი სიახლოვე-დაახლოების გამოვლინება პირველივე წამებიდან.
მოკლედ ისეთი რამეები დავწერე, ხალხს დავაფრთხობ და ჰო, მფრთხალ ხალხს ვერ ვიტან კიდევ! : P
მე2 და მე4 პუნქტს 100% ვეთანხმები.
პირველს ვერა, რაც მეტია გეგმა, მით მეტია ცვლილების ალბათობა და შესაბამისად სანერვიულოც. დაუგეგმავად ბევრად ადგვილია ცხოვრება. ნუ დღის განრიგს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა :) სამსახურიდან დროზე წასვლას და სახლში/სხვაგან დაგეგმილ დროზე მისვლას არაფერი ჯობია, ალბათ :D
katiee
“რაც მეტია გეგმა, მით მეტია ცვლილების ალბათობა და შესაბამისად სანერვიულოც”
მართალი ხარ, ამიტომაც ჩემი ბედნიერი დღე ჯერაც არ დამდგარა : ) რეალობას ვერასდროს ვუთანხმებ გეგმებს.