10 წლის შემდეგ. . .

17 ოქტ

 

10 წლის შემდეგ. . .

(სასურველი და საოცნებო)

ყოველი პარასკევი ასე მთავრდება! დაღლილი გამოვდივარ მოდის სახლიდან, ვჭრი ელისეის მინდვრებს და ბინაში ავდივარ. კარს გასაღებით ვაღებ, ძიძა როგორც ჩანს ახლახან წავიდა, ანუკას მშვიდად სძინავს. ნიკა სახლში არ არის. საშინლად დავიღალე, თუმცა კმაყოფილი ვარ. ორშაბათის ჩვენებისათვის ყველაფერი მზად არის! რამოდენიმე დეტალი დარჩა, მაგრამ მათ უჩემოდაც მოაგვარებენ.

ეს პირველი ჩვენებაა, რომელიც თავიდანბოლომდე მე მანდო ჩვენი მოდის სახლის ხელმძღვანელმა ჟაკ ლაკრუამ. ვიცი, რომ ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის. ისიც ვიცი, რომ ორშაბათის ჩვენების შემდეგ აუცილებლად გავხდები მოდის სახლის დირექტორი! ამაზე მინიშნებებს უკვე დიდი ხანია მაძლევენ, ჟაკის კეთილგანწყობაც იმავეს მაფიქრებინებს. დირექტორობიდან საკუთარი მოდის სახლის გახსნამდე კი სულ ერთი ნაბიჯია, ანუ, ცოტა ხანში ჩემი ოცნება ახდება

01

პულტს ხელში ვიღებ და ტელევიზორს ვრთავ, ვისმენ საინფორმაციო გამოშვებას, პარიზის ამინდის პროგნოზს და ნიკაც ბრუნდება. ნიკა ჩემი ქმარიაარის საშუალოზე მაღალი, შავგრემანი, ციმციმა თვალებითა და საოცრად მომხიბვლელი ღიმილით. თუმცა ვამჩნევ, რომ ამ ბოლო დროს უფრო და უფრო უნაღვლიანდება თვალები და ღიმილითაც იშვიათად იღიმება. ყველაფერი იმის ბრალია, რომ თბილისი და საქართველო ენატრება! მე ასე თუ ისე შევეჩვიე აქაურობას, ცხრამეტი წლიდან აქ ვცხოვრობ, ნოსტალგიაც იშვიათად მეწვევა. ნიკა კი სულ სხვანაირია, აქაური ქუჩები მისთვის მეტად კაშკაშა და ხმაურიანია, სამზარეულო_უგემური, ხალხი_ცივი და ზედაპირული. მოკლედ ვერაფრით შეეჩვია საფრანგეთს, მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია ერთად ვცხოვრობთ პარიზის ყველაზე პრესტიჟული უბნის მაღალსართულიან სახლში.

naxati1

ახლაც ბუზღუნით შემოვიდა, ჩემ გვერდით ჯდება, უაზროდ შეჰყურებს ტელევიზორს და სავარძლის სახელურს აწვალებს. უკვე სამი წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მისი მოახლოებისას ისევ ისეთი ჟრუანტელი მივლის ტანში, როგორიც შეყვარებულობისას. არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ არასოდეს გამინელდება ეს გრძნობა. მთავარი კი ის არის, რომ მის გვერდით თავს მუდამ დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ, ვიცი, რომ არასოდეს მატკენს გულს და ვიცი, რომ ყოველთვის მომისმენს და ზუსტად ისეთ რჩევას მომცემს როგორიც მჭირდება. ხომ ამბობენ, რომ ყოველ ადამიანს თავისი მეორე ნახევარი ჰყავს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებს. ჰოდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ვიპოვე. ნიკა მართლაც ისეთია, როგორზეც ბავშვობაში თუ ვიოცნებებდი, თეთრი რაში აკლია, თორემ ნამდვილი პრინცია!

ეს პრინცი ახლა ჩემს გვერდით ზის, მთელი დღის ამბებს მიყვება, თან მხიარულ მომენტებზე თავისი საოცარი ღიმილით იღიმება. (ღმერთო, როგორ მიყვარს!) ანუკისაც გაეღვიძა, გამობაჯბაჯდა და ჩვენს წინ ზის, ორივეს შემოგვყურებს და იკრიჭება. ძალიან საყვარელი ბავშვია, კანის ფერი მამისა აქვს, მე შედარებით თეთრი ვარ. მამამისის თვალები აქვს და ჩემი იერი. ვატყობ, რომ ეშხიანი გაიზრდება. თან საოცრად ნიჭიერია, იმიტომ არ ვაქებ, რომ ჩემი შვილია, თუმცა ალბათ ობიექტურობა მაინც მღალატობს. ორი წლისაა, მაგრამ უკვე რაღაცეებს ხატავს, თან ხატვისას მღერის, როგორც მე ბავშვობაში. ეს გასაკვირი არცაა, ნიკაც ხომ მხატვარია, თანაც მსოფლიოში სახელგანთქმული.

naxati2

არ ვიცი, ალბათ ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ბედნიერი შეიძლება ვინმე იყოს! ზოგჯერ მეშინია სიხარულისგან არ გავრეკო! მაქვს სამუშაო, რომელიც უზომოდ მიყვარს, მყავს ქმარი და შვილი, რომლებზეც ვგიჟდები, მყავს ბედნიერი ოჯახი საქართველოში. სამსახურში ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა მოვასწრო, ჯერ კიდევ უამრავი პროექტი, გეგმა და სურვილი მაქვს. ჩვენი ორსართულიანი სახლიც დასამთავრებელია პარიზის გარეუბანში. მაგრამ ეს არაფერია, ყველაფერი წინა მაქვს! მე ხომ მხოლოდ და მხოლოდ 28 წლის ვარ

10 წლის შემდეგ

(უფრო რეალური და არც იმდენად სასურველი, ქართული ყოფა)

ნიკას ისევ ვეჩხუბე, საკუთარი წარმოდგენები აქვს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. სრული თავისუფლება და დემოკრატია, მოკლედ ნამეტნავად ლიბერალურია. არ უნდათ ჭამა?! თურმე არც უნდა აჭამო. ანუკი არ მეცადინეობს?! არა უშავს, არ იმეცადინოს. ხანდახან ისე მიშლის ნერვებს!

ვიცი, რომ ოჯახური ცხოვრება ასეთია, მაგრამ მე მაინც სხვანაირზე ვოცნებობდი. საშინლად მომბეზრდა სახლში ჯდომა და დიასახლისობა, ბოლოს და ბოლოს ორი დიპლომი მიდევს უჯრაში, სათუთად მოვლილი და შენახული. მაგრამ ნურას უკაცრავად ჩემს ლიბერალ და ამასთანავე აზიატ (?) ქმარს არაფრის გაგონება არ უნდა! ხელფასი მართლაც ნორმალური აქვს, თავისუფლად გვყოფნის, არც საჭმელი გვაკლია და ნორმალურადაც გვაცვია. მაგრამ მე მაინც მინდა ვიმუშაო, უბრალოდ, საკუთარი სიამოვნებისათვის.

naxati3

ჩემს შვილებზე ვგიჟდები. მათთან თამაშიც მიყვარს და სადილების კეთებაც, მაგრამ არ მინდა ოცდაათიორმოცი წლის შემდეგ აღმოვაჩინო, რომ თურმე არაფერს წარმოვადგენდი ამ ქვეყნად და ისევე გავქრე, როგორც ათიათასობით და ასიათასობით სხვა ადამიანი ქრება!

მთავარი ის არის, რომ მინდა ჩემი ცხოვრება, ჩემი არსებობა რაღაცით გავამართლო. რაღაც მისიით ხომ მოვედი ამ ქვეყნად?! ნუთუ უბრალოდ მიწად უნდა ვიქცე?! ამაზე სულაც არ ვოცნებობ. მაგრამ, აბა, აუხსენი ეს ყველაფერი ნიკას. დაცინვით შემომხედავს და თავს გააქნევს: _ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შენ მაინც არ იმუშავებ! როგორ ვათქმევინო ხალხს, ნიკა ოჯახს ვერ არჩენს და ცოლს ამუშავებსო!

ამ ყოფამ ცოტა არ იყოს გადამღალა, როცა სხვები კარიერის მწვერვალებს იპყრობენ, მე ბაზარში დავდივარ და როცა სხვები ცხოვრების სიამოვნებით ტკბებიან, მე იატაკს ვხეხავ, ან ჰა და ჰა ბრაზილიურ სერიალს შევყურებ. ამ ბოლო დროს წონაშიც მოვიმატე, ვგრძნობ, რომ ქართველი, გადაღლილი ქალის ტიპიურ სახეს წარმოვადგენ. ეჰ, ეტყობა მომიწევს ამასთან შეგუება, ეტყობა ეს მეწერა!

მოიცა! რაღაც ხმაურია! ეტყობა ანიმ და სანდრომ ისევ იჩხუბეს ეს ჩემი ცხოვრება ნელნელა უფრო ემსგავსება მდორე მდინარესარადა, მხოლოდ 28 წლის ვარ, მხოლოდ და მხოლოდ 28 წლის

4

10 წლის შემდეგ

(არასასურველი, თუმცა ვინ იცის?!)

გუშინ დედა იყო მოსული, დიდხანს დაჰყურებდა ჩემი საფლავის ქვას, მერე კი ისევ ტირილი წასკდა. ჩემი ლამაზი დედა ძალიან მოტყდა ამ ბოლო დროს და მთლიანად გაჭაღარავდა. ჩემი სიკვდილის შემდეგ პირველად შევნიშნე, რომ თვალები საათობით უშტერდება და რაღაცას უაზროდ ბუტბუტებს. ვიცი, რომ საშინლად ვატკინე გული, ვიცი, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო. იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა, ნიკასთან ვიჩხუბე და ვერც შევნიშნე როგორ გამოვარდა მოსახვევიდან მანქანა. მერე მახსოვს ჩემი შეშლილი სახე, მანქანის მუხრუჭების ღრჭიალი დაყველაფერი დამთავრდა!

Rainy crash

ჩემი ცხოვრება, ჩემი ოცნებები, იმედი, გეგმები საპნის ბუშტივით გასკდა და სამყაროს უსასრულობაში გაიფანტა. მე უკვე აღარაფერი ვარ, უფრო სწორად აღარაფერი ვარ ამ ქვეყნად!

ვერ ვიტყვი, რომ აქ სადაც აღმოვჩნდი ცუდია, მაგრამიქ სულ სხვანაირადაა ყველაფერი. ბევრი მეუბნება, რომ ამქვეყნად იტანჯებოდნენ და მხოლოდ სიკვდილში ნახეს ბედნიერება. მაგრამ მე სულაც არ ვთვლი ასე, ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა მოვკვდი!

ნიკამ დღესაც მოიტანა ყვავილები, ანიც მოიყვანა. ანი უკვე ლაპარაკობს, მამაო ეძახდა, მაგრამ ვერასდროს ვერავის დაუძახებს დედას. როგორ მინდა გულში ჩავიკრა ეს ფუნჩულა, მიამიტი არსება, ჩემი პირველი შვილი! როგორ მენატრება: ნიკა, დედა, მამა, დაძმა, მეგობრებიზოგჯერ ისე მინდა ვიტირო!

მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები კარგად არიან, ვატყობ, რომ მწუხარება ნელნელა უკან იხევს. ეს მახარებს, ძალიან ვიტანჯებოდი მათი უბედური სახეების შემყურე. მაგრამ ეგოისტურად, სულ ერთი, ერთი ბეწოთი მაინც მწყდება გული. მე ხომ ადამიანი ვარ! უფრო სწორად ვიყავი

Graveyard1

ჩემი მოდის სახლი არსებობას განაგრძობს, ზუსტად რომ ვთქვათ, იფურჩქნება! ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად. ეს მახარებს. მიხარია, როცა ადამიანებს ჩემი ლოგოთი დამშვენებული ტანსაცმლით ვხედავ. ეს ხომ ჩემი ამქვეყნიური ოცნება იყო! გუშინ კოკო შანელთან ვმსჯელობდი ამ თემაზე, მითხრა_ჩემთვის უკვე სულერთიაო. ჩემთვის კი მაინც მნიშვნელოვანია ჩემი საქმის მომავალი. ახლახან ნიუტონმა ჩამიარა, ვერაფრით მოვახერხე მისი გაცნობა, მუდამ დაკავებულია! ან რაღაცას ანგარიშობს, ან აინშტაინს ეკამათება.(ოხ, ეს მეცნიერები!) მოცარტი და ბეთჰოვენი ერთობლივ ნაწარმოებს ქმნიან. ჯერჯერობით რაღაც საშინელებაა, იმიტომ რომ ერთმანეთს არაფერს უთმობენ. ჰემინგუეი კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრება რომანის წერის ხელოვნებაზემოკლედ აქ არ მოიწყენ!

ყოველდღე სიახლეები ხდება. ახლებიც მოდიან. თავიდან უჭირთ, მაგრამ ორსამ კვირაში ყველა ეგუება. ყველაზე მეტად ათეისტებზე ვხალისობთ, ვერაფრით ვაჯერებთ, რომ მოკვდნენ. მართლაც სასაცილოა, არა?!

ახლა თითქოს ვმხიარულობ, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან მწყდება გული. ძალიან მენატრება თქვენთან. ყველანი უზომოდ მიყვარხართ! მე ხომ უბრალო ადამიანი ვარ (თუ ვიყავი?!) და თანაც მხოლოდ 28 წლის

სექტემბერი, 2005

Advertisements

One Response to “10 წლის შემდეგ. . .”

  1. mylpi დეკემბერი 15, 2009 at 2:53 PM #

    წარმოგიდგენია, უკვე იმხელა ვარ, რომ შემიძლია ვთქვა ეჰ რა დრო იყო თქო
    შენი 10 000 იანი ჩეკი კიდევ შენახული მაქვს :) და მიწვევა პარიზში :D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: