ადამიანები ვაზელინში

24 ნოე

აღარც მახსოვს, ბოლოს როდის შემოვედი არათუ ბლოგზე, არამედ საერთოდ ინეტში. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მუშაობა დავიწყე. დაწვრილებით სამუშაო დეტალებზე და სამსახურზე როდესმე დავწერ, აუცილებლად… მაგრამ მე იმ მთავარი აღმოჩენის გაზიარების სურვილი მკლავს, რაც პირველმა სამუშაომ შემძინა.

ეს ავადსახსენებელი აღმოჩენა კი ისაა, რომ თურმე სამსახურში იერარქიული სტრუქტურის კვალად ყველა ერთმანეთს უძვრება უკანალში. ხომ არის ფილმი “ადამიანები შავებში”, ამ ტიპის ხალხს კი პირობითად შეიძლება ეწოდოთ “ადამიანები ვაზელინში”…

პირველ რიგში “ვაზელინიზმი” გამოიხატება გაცისკროვნებულ ღიმილში, როცა შენს უფროსს ხედავ, თითქოსდა ამ ადამიანზე ძვირფასი შენთვის ჰა და ჰა მშობელი დედა თუა.

მეორე პუნქტი – აუცილებლად უნდა დაეთანხმო ყოველ აზრზე და თუ რაიმეზე საკუთარი მოსაზრებაც გკითხა, უნდა უპასუხო: თქვენ ისე კარგად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი, რაღაა დასამატებელი…

სხვათა შორის, ადამიანები უკანალში ძრომიალის დახელოვნების ხარისხშიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ანუ, თუ ერთს ეტყობა, რომ უფროსის გასახარად იღიმის, მეორე ისეა “დასპეცებული”, რომ ეს განუშორებელი სიხალისე მისი ბუნებრივი თვისებაც კი გგონია და არა თავის მოქონვის ხერხი…

ყველაზე საოცარი კი მეოთხე პუნქტის აღმოჩენაა, ის, რომ უფროსებს “ევასებათ” ეს გაცისკროვნებული ღიმილები და ვაზელინში ამოვლებული მასტები, რა ვი, განსაკუთრებულად ერთგულებადაც კი თვლიან მათ და შეიძლება საეჭვო პირადაც კი მიგიჩნიონ, თუ მაშინ არ გაიღიმე, როცა მათ ნათქვამზე ყველა კისკისებს და ხორხოცებს…

ღმერთო, მე ვიყავი ასეთი მიამიტი და მე ვცხოვრობდი ტყემალზე და მართლა ყველა ორგანიზაციაში ასეა? გაღიმებისაც კი მეშინია, რომ მერე ჩემი თავის არ შემრცხვეს, ვაითუ მეც მათნაირი ვარ-მეთქი…

Advertisements

One Response to “ადამიანები ვაზელინში”

  1. nastasia ნოემბერი 24, 2009 at 5:18 PM #

    cudia roca ggonia samsxuri daicye,axali rameebi moxdeba,shenc gaizrdebi da ucbad vazelinebshi yof tavs,magram gamosavali zalianmartibia: shegizlia ar daijero rom yvelas unda daetanxmo da roca rame ar mogcons gaigimo…tu adamianurad ityvi imis mizezs,ratom ar igimi da daasabuteb,ragaca rato ar mogcons,bevrad uketesi iqnebi,vidre vazelinebi da rac mtavaria,sheni tavi mag garemoshi agar shegacuxebs…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: