გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებაში ქექვისადმი ჩემი მიდრეკილება ჩემი ძმის მარადიული შაყირის თემაა. თან ამ ყველაფრის ძირითადი მიზანია, დავადგინო, როდის დაიწყეს აღმასვლა ”გამომჩენელ” საქმიანობაში. მერე საკუთარ თავს ვადარებ, ჩემს ”მიღწევებს” და ხშირად გულდაწყვეტილი აღმოვაჩენ, რომ უმეტესობას უკვე კარგა ხნით ჩამოვრჩი. თუნდაც ის, რომ ჯერ არც ერთი მოთხრობა არ დამიბეჭდავს, როცა თომას მანს 22 წლისას უკვე ”ბუდენბროკები” ჰქონდა დაწერილი! : (
და საერთოდ რას მივაღწიე რო? დღეს მაგალითად, უნივერსიტეტში ვიყავი და სემინარი გადაწერასა და ყბედი ლექტორის ყურისგდებას შევალიე, უფრო სწორად, დათანხმებისა და მოწონების შორისდებულების გამოთქმას მის ნალაპარაკევზე (რაც მუშაობა დავიწყე, სინდისზე ხელი ავიღე და გადაწერასაც მივყავი ხელი ჩემდა სამარცხვინოდ). მერე სამსახური, რომელშიც ”სეილს ასისტენტ ჰელფერი” კი მქვია (ვითომ სახელი გააკეთილშობილებდა), რეალურად კი, რაღაც გარდამავალი ვარ მზარეულს, დამლაგებელსა და ოფიციანტს შორის. არა კი არ მეთაკილება ეს ყველაფერი, უბრალოდ რეალობა ძალიან შორსაა რომანტიკისგან და უფრო და უფრო შორდება გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას (ფოლკნერი ბოთლებს აბარებდაო, – გავიგე, გამოდგება ვითომ ნუგეშად? ;))
მერე რა, პირიქით,”ვისაც შიმშილი და ტანჯვა არ უგრძვნია ის ვერასოდეს ვერაფერს შექმნის ღირებულსო”, მაგრამ ზოგჯერ, ეს არყოფნა ყოფაში ისე გამოგფიტავს მანამდე, რომ საჭირო დროს ღირებულის შექმნის თავი შეიძლება აღარც გქონდეს, უბრალოდ ხელს ჩაიქნევ და მორჩა…
ბოლო კომენტარები