ყოფაში არყოფნა

22 დეკ

გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებაში ქექვისადმი ჩემი მიდრეკილება ჩემი ძმის მარადიული შაყირის თემაა. თან ამ ყველაფრის ძირითადი მიზანია, დავადგინო, როდის დაიწყეს აღმასვლა ”გამომჩენელ” საქმიანობაში. მერე საკუთარ თავს ვადარებ, ჩემს ”მიღწევებს” და ხშირად გულდაწყვეტილი აღმოვაჩენ, რომ უმეტესობას უკვე კარგა ხნით ჩამოვრჩი. თუნდაც ის, რომ ჯერ არც ერთი მოთხრობა არ დამიბეჭდავს, როცა თომას მანს 22 წლისას უკვე ”ბუდენბროკები” ჰქონდა დაწერილი! : (

და საერთოდ რას მივაღწიე რო? დღეს მაგალითად, უნივერსიტეტში ვიყავი და სემინარი გადაწერასა და ყბედი ლექტორის ყურისგდებას შევალიე, უფრო სწორად, დათანხმებისა და მოწონების შორისდებულების გამოთქმას მის ნალაპარაკევზე (რაც მუშაობა დავიწყე, სინდისზე ხელი ავიღე და გადაწერასაც მივყავი ხელი ჩემდა სამარცხვინოდ). მერე სამსახური, რომელშიც ”სეილს ასისტენტ ჰელფერი” კი მქვია (ვითომ სახელი გააკეთილშობილებდა), რეალურად კი, რაღაც გარდამავალი ვარ მზარეულს, დამლაგებელსა და ოფიციანტს შორის. არა კი არ მეთაკილება ეს ყველაფერი, უბრალოდ რეალობა ძალიან შორსაა რომანტიკისგან და უფრო და უფრო შორდება გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას (ფოლკნერი ბოთლებს აბარებდაო, – გავიგე, გამოდგება ვითომ ნუგეშად? ;))

მერე რა, პირიქით,”ვისაც შიმშილი და ტანჯვა არ უგრძვნია ის ვერასოდეს ვერაფერს შექმნის ღირებულსო”, მაგრამ ზოგჯერ, ეს არყოფნა ყოფაში ისე გამოგფიტავს მანამდე, რომ საჭირო დროს ღირებულის შექმნის თავი შეიძლება აღარც გქონდეს, უბრალოდ ხელს ჩაიქნევ და მორჩა…

Advertisements

2 Responses to “ყოფაში არყოფნა”

  1. iameosi იანვარი 7, 2010 at 11:51 AM #

    მეც ვფიქრობ ხოლმე ეგრე :) მე გამოვცადე შიმშილი და სიცივე, მაგრამ ჯერჯერობით ბრძოლისუნარიანობა არ მაქვს, რომ ამ ასაკში შედევრები შევქმნა..უნიჭო ვარ ან ჩემი “ბედი” ცოცხი და აქანდაზია. ვნახოთ, იქნებ, შენი ბოლოს პოსტის არ იყოს, გავპედესტალდეთ :)

  2. kohinor იანვარი 7, 2010 at 3:08 PM #

    იქნებ, იქნებ… იმედი ბოლოს კვდებაო! :გაცვეთილიფრაზებისსმაილიკი:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: