სანტა წუხელაც არ მოსულა…

1 იან

მთელი ბავშვობა სწორედ ისეთი ვიყავი, როგორებიც სანტას მოსწონს: უწყინარი, ხუთოსანი და ტოლერანტული… მაგრამ რად გინდა, არასოდეს მოსულა. საერთოდაც, მგონი, ოჯახში თოვლის ბაბუაზე საუბარი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩემი მეოცნებეობის მიუხედავად, არ მახსოვს პერიოდი, მისი მოსვლისა და მის მიერ მოტანილი საჩუქრების იმედი მქონოდეს.

ეტყობა იმ დროიდან ჰქონდა გულში ბოღმა ჩადებული… ჰოდა, წუხელაც არ მოსულა : (

არ მოუტანია, პირველ რიგში, ახალი წლის ისე დახვედრის ტრადიცია, როგორისაც მუდამ მშურდა ამერიკული, საშობაო ფილმების შემყურეს: ყველა ოჯახის წევრით სუფრის გარშემო, დიდი, მორთული ნაძვის ხითა და ერთმანეთში გაცვლილი, შეფუთული საჩუქრებით.

ეტყობა, სადღაც გზაში დაუვარდა ჩვენი ბინის გასაღებიც, კვლავ კლაუსტროფობიის “აკიდების” საფრთხის წინაშე დამტოვა, ამ მოცუცქნულ ნაქირავებში.

ჩემთვის განსაზღვრული მშვიდი სამსახური სადღა მიაგდო? ადგილი სადაც განვვითარდებოდი, დაღლაც კი სიამოვნებას მომანიჭებდა და საღამოს შინ დაბრუნებული იმ განწყობით დავიძინებდი, რომ დღეს კიდევ ერთი მაგარი რაღაც შევქმენი.

და ყველაზე მთავარი, ნეტა ამ დაბნეულ ბებრუცუნას ჩემთვის განკუთვნილი დიდი სიყვარული სადღა დარჩა? ისევ აერია მისამართი? ისევ სხვის საკვამურში გადაუძახა? არადა როგორ ვთხოვდი, მისამართიც სამჯერ გავამეორებინე ოპერატორ “სნეგუროჩკას”, მაინც მიავიწყდა…

შემდეგ წლამდე არ მალოდინოთ! ვისაც შეცდომით მოგივიდათ დიდი, წითლად მორთული და გაბანტული ყუთი, წარწერით, – “გახსენით ფრთხილად!” გადმომიგზავნეთ ფოსტაში მოკითხვამდე, “ავარვარებული გულის” სახელზე…

Advertisements

7 Responses to “სანტა წუხელაც არ მოსულა…”

  1. Giga იანვარი 1, 2010 at 5:04 PM #

    ჩემთან, ერთხელ, ღრმა ბავშვობაში, აკაკუნებდა თოვლის ბაბუა. და ვერ გაიგეს. ასე მითხრეს. დილით. ეს არაფერზე უარესია:) მიჩვეული ჭირი… და ამბები. გილოცავ ახალ წელს. წავალ, კიდევ დავისხავ:))

  2. kohinor იანვარი 1, 2010 at 5:15 PM #

    მეც გილოცავ, უსანტოდ დარჩენილთა სადღეგრძელო იყოს!

  3. mylpi იანვარი 6, 2010 at 4:58 PM #

    ra ginda sachuqrad?

  4. kohinor იანვარი 6, 2010 at 7:06 PM #

    mylpi

    ამდენი რისთვის ვწერე? ბინა მინდა და სამსახური, გამიხერხებ რომელიმეს? :P ნუ, ბოლო პუნქტი ისედაც ვიცი, რომ შენს ძალ-ღონეს აღემატება. მატერიალურ უწი-პუწიებს თუ გულისხმობ, ისეთი არაფერი არ მაქვს მიზანში ამოღებული და რატო მეკითხები, It’s you, Santa?

  5. ჰიუსტონ იანვარი 15, 2010 at 9:17 PM #

    ამერიკული, საშობაო ფილმების შემყურეს: ყველა ოჯახის წევრით სუფრის გარშემო, დიდი, მორთული ნაძვის ხითა და ერთმანეთში გაცვლილი, შეფუთული საჩუქრებით – ზის ის ბულშით :D ეგენი მარტო კინოებშია და რეალობისგან სრულებით მოწყვეტილია. ოღონდ მართლა :D იშვიათობაა

  6. kohinor იანვარი 16, 2010 at 5:16 PM #

    ჰიუსტონ

    ხო, შეიძლება, მაგრამ მე ის მეწერა, ასეთი ახალი წელი მინდა_მეთქი, როგორებიც იმ ფილმებშია, რეალობაა თუ არა, სულ მკიდია, მე იმ ფილმებში “მოგონილი” ახალი წლები მინდა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: