თითქმის ისევე არ ჟღერს, როგორც “ქარწაღებულნი”? ინტროვერტები უფრო გამიგებენ, მგონია, რომ ეს “ჩვენი” დამახასიათებელი თვისებაა, უანგაროდ და ჩუმად ვიყოთ ვინმეთი აღტაცებულები. ასეთი ობიექტები ჩემს ცხოვრებაში მუდამ არიან, მიუწვდომლამდე აღწეულები, ამაღლებულები…
ყოველთვის მიჭირს მათ გარემოცვაში ყოფნა, ვიბნევი, მგონია, რომ უგერგილო და უინტერესო ვარ, რომ ამ “სასწაულთ” ვერაფრით მოვხიბლავ. მირჩევნია, შორიდან აღვფრთოვანდე მათით, იმედგაცრუებისგანაც ვიცავ თავს და უარყოფისგანაც.
სულ არ არის აუცილებელი “აპედესტალებული” ყველას მოსწონდეს, მთავარია მე აღმოვაჩინო, ან მე მომეჩვენოს, რომ გამორჩეულია, მერე კი იწყება ყველა საუკეთესო თვისების მისთვის მიწერა და აღფრთოვანებული საუბრები მასზე. თან ყოველთვის ვუკრძალავ საკუთარ თავს, ისეთ მანძილზე მივუახლოვდე, რომ მათი “ჭუჭყიანი თეთრეული” შევნიშნო. ყველაზე საშინელი ეს დიდი იმედისგაცრუებებია, ესეც გამომიცდია და იმიტომ ვამბობ.
გოგოებიც ამიყვანია პედესტალზე, მათი განსაკუთრებული სილამაზის, ჭკუის, ან ადამიანებთან ურთიერთობის გამორჩეული ნიჭის გამო, ბიჭები ხომ თავისთავად. მაგრამ საკუთარი თავისთვის დაწესებული ბარიერის გადალახვა ვერასოდეს გავბედე. ჩემი საუკეთესო მეგობრებიც (იმედია, არ გეწყინებათ :-* ), ან ბავშვობიდან მომყვებიან, ან თავიდან სრულიად გულგრილი ვიყავი მათ მიმართ, ან უბრალოდ არ მევასებოდნენ.
აპედესტალებული კი ყველა იქვე შემორჩა, მიუწვდომელ სიმაღლეებზე…
http://ucnauri.com/?p=35430
spami ar aris, aucileblad shemoixede.
ააა მე მეშინია ამპედესტრალერების, იმიტომ, რომ რამდენჯერმე იყო მსგავსი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში და ყველა ძალიან ცუდად დამთავრდა. ნუ ბოლო განსაკუთრებით – მისი მხრიდან იმედგაცრუებით და აგრესიით. ახლა ყველა შესაძლო შემთხვევაში გამოხატავს, რომ პირიქით, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ. :/
ოღონდ მე პირველი “მსხვერპლი” არ ვიყავი, სხვებიც ააპედესტრალა და იგივე ისტორია.
Dodka
მე ამპედესტალებელთა (აუ, რა სიტყვაა!) უწყინარ კატეგორიაში ვარ, ჯერ-ჯერობით არავინ დამიზიანებია არც მორალურად და არც ფიზიკურად :) ჩემი ახირებების გამო, იმედგაცრუებებსაც მშვიდად ვხარშავ, უბრალოდ სრულ გულგაციებულებას განვიცდი იმედგაცრუების მერე, ანუ სიმაღლიდან ძირს დაბერტყება და რამე… თორემ აგრესია უცხოა ჩემთვის, რა მისი ბრალია, მე თუ ზეადამიანად ჩავთვალე? მე თვითონაც ვიცი თავიდანვე, რომ ასეთი უნაკლო არავინაა, უბრალოდ ცხოვრების ნაწილად მექცა, რომ პერიოდულად მყავდეს ასეთი რჩეულები.
momenatre :)