სიცარიელე

7 მაისი

ერთი ბოკალი წითელი ღვინით მთვრალი და მთელი ღამის უძილო ვწერ ამ პოსტს – სამყაროს შენელებულად აღვიქვამ, საბეჭდადაც ძლივს ვახოხიალებ თითებს. წუხანდელი ღამეც ჩემი სამსახურის პროექტს დაეთმო, დილის ათისთვის მოვრჩით, უფრო სწორად თითქმის მოვრჩით. საღამოს კი, ხუთს აკლდა 20 წუთი, როცა გავიგე, რომ ჩავვარდით, დაზიანებული ფაილი იმდენად გაიზარდა ზომაში, რომ დამატებით ცვლილებებს ვეღარ იღებს, ანიმაცია ვერ მთავრდება. უბრალოდ ემოციებისგან დავიცალე, ახლა ქრონიკის რეპორტაჟივით ვაკაკუნებ ამ საშინელ ამბავს კლავიატურაზე და არაფერს განვიცდი.

უკვე ცოტა გვიან, 7 საათზე სრულიად შემთხვევით დავესწარი აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოს (თიბისი გალერეაში), დავესწარი – ხმამაღალი ნათქვამია, დასკვნით 2 სიმღერასა და დამაგვირგვინებელ სიტყვას მოვუსმინე ძილ-ღვიძილში. მერე კი, გალერეის აივანზე აღმოვჩნდი და ისეთმა გრძნობამ მომიცვა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დასრულდა (ოღონდ ეს იუბილე არ მიგულისხმია): მზე ჩადიოდა, დაბლა – მანქანებისა და ხალხის ხმაური და გაუჩერებელი მოძრაობა, არც კი იცოდნენ, რომ ზემოდან ვინმე უყურებდათ, მე კი ეს განცდა არ მასვენებდა – რაღაცის დასასრულის. ალბათ ზედმეტად ბევრ ფილმს ვუყურე, ისინი მთავრდებიან ხშირად ასე, საღამოს სცენებით, აივანზე გადმომდგარი გოგოთი და ფინალური, დაშორებული კადრებით.

იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ ამეკვიატა, რომ დღეს ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი ამბავი მართლა დასრულდა. წინათ ვღელავდი, ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობდი, გამოსავალი იყო, ახლა კი, რაღაც მხრებჩამოყრილი ვარ, ვიცი, რომ ვერც მე შევცვლი ვერაფერს და ვერც ვერავინ, (ბოლოს და ბოლოს იქიდან ვიცი, რომ ანიმაციის ჩაბარების ვადა ხვალამდე იყო). ვარ ასე მშვიდად და კი არ მაწუხებს, კი არ მტკივა ეს ყველაფერი, უბრალოდ ძალიან დავცარიელდი, ამ ყველაფრის გარეშე ძალიან დავცარიელდები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: