ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

8 მაისი

მე არავინ დამთაგა, არადა, მეც მომინდა, ქუჩაში მიცნონ!

ამიტომაც:

თუ მარტო დავდივარ, დავდივარ სწრაფად, წელში ოდნავ მოხრილი და ჩემი სიბეცის გამო ვერ ვცნობ ვერავის. მხარზე დიდი ჩანთა მაქვს გადაკიდებული და ცალი ხელი მასზე მიდევს, მეორე ხელში ხშირად მიჭირავს მრავალ ნივთთა ასხმულა, რომლებიც თავისუფლად მოთავსდებოდნენ ან ერთმანეთში, ან ჩანთაშივე. სიარულისას ვხვდები ამას, ვჩერდები და ვიწყებ მათ ოპტიმიზაციას. თუ ისე მოხდა, რომ ჩანთა არ მაქვს თან, ხშირად არ ვიცი, სად წავიღო ჩემი ნევროზიანი ხელები, ამიტომაც ვაწვალებ მობილურს, ვჟონგლიორობ ხურდებით, ვჭმუჭნი ავტობუსის ბილეთებს.

დავდივარ გაშლილი, მხრებამდე თმებითა და ”ჩოლკით”, უშედეგოდ ვცდილობ თმები წითლად ვაქციო, ჯერჯერობით მოწითალო-წაბლისფრის სტადიაზე ვარ. მაცვია ძირითადად ჯინსები და მიკეთია ლითონის მრგვალი საყურეები, რომლებსაც ხშირად ვკარგავ და ახალს ვყიდულობ.

ყველაზე თავისუფლად სპორტულ, საშუალოძირიან ფეხსაცმელებში ვგრძნობ თავს, თუ ქუსლებზე ვდგავარ, ეს დიდ ძალისხმევად მიჯდება და თუ ”ქუსლიანი დღის” ბოლოს შემხვდით, დატანჯულ გამომეტყველებაზე აუცილებლად მიხვდებით, რომ ეს მე ვარ.

მაგრამ არის ქუჩაში მოსიარულე კოჰინორის 2 სახესხვაობა, იმის მიხედვით, მისი გული თავისუფალია თუ ვინმეთი გატაცებული:

პირველ შემთხვევაში მაქვს სერიოზული, როგორც ჩემი და აღნიშნავს – სამყაროს სვე-ბედზე დაფიქრებულის სახე, გამვლელებს თვალს ვარიდებ და იშვიათად ვიღიმები.

მეორე შემთხვევაში ხშირად მნახავთ ყურსასმენებით, იცოდეთ რომ ერთ კონკრეტულ სიმღერას ვუსმენ, დამთავრდება და თავიდან, დამთავრდება და თავიდან… ამ დროს დავდივარ გაღიმებული და მარტოკა ვიცინი კიდეც, ყველას ვუყურებ თვალებში და უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით ვღიღინებ.

და თუ შემოგხვდათ ხვალ, ზეგ, მაგზეგ… აუცილებლად ნახავთ მეორენაირ კოჰინორს და იმედია კიდევ დიდხანს ვერ ნახავთ პირველნაირს, მასთან შეხვედრა არც ღირს :)

Advertisements

5 Responses to “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”

  1. kevana მაისი 8, 2010 at 4:53 PM #

    :* :)

  2. mylpi მაისი 10, 2010 at 5:11 AM #

    აუ მე უნდა დამეთაგე მაგრამ ის პერიოდი დაემთხვა შენი ბლოგი გასაიდუმლოებული რომ უნდა ყოფილიყო :)

  3. kohinor მაისი 10, 2010 at 5:08 PM #

    mylpi
    ჯერ შენი პოსტი მომეწონა და მერეღა გავიგე, რომ ტეგ-თამაში ყოფილა. :)

  4. fsiQe მაისი 18, 2010 at 5:48 PM #

    momwons es blogi me zalian, imedia ar gewyineba tu shemogivli-xolme : )

  5. kohinor მაისი 18, 2010 at 6:06 PM #

    fsiQe
    ძალიან მეწყინება!:P მიხარია თუ მოგწონს, დიდი მადლობა :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: