ვისაც ბავშვობის აუსრულებელი ოცნება ჰქონია (ანუ ალბათ ყველა), კარგად მიხვდება ჩემს გულისტკივილს, რომელსაც Barbie ჰქვია. რაც გავიგე, რომ არსებობდა ასეთი თოჯინა, მასზე ოცნება დავიწყე. ოღონდ ”პადძელკა” ანალოგებს არ ვგულისხმობ, მე ის ერთადერთი და განუმეორებელი მინდოდა – ეგრედ წოდებული ”ნამდვილი ბარბი”. კი, ”პადძელკები” მქონდა, თინას წითელ ”ბუტკაში” ნაყიდი ორლარიანი, ბარბის მსუქანსახიანი პროფანაციები, მაგრამ ჩემი გული მუდამ იდეალურისკენ მიილტვოდა.
საერთოდაც საკმაოდ გვიან გამოვემშვიდობე ბავშვობას, არ ვამხელდი, თორემ 15 წლამდე ვთამაშობდი თოჯინებით. თან მარტო კი არ ვთამაშობდი, მთელი კონსტრუქცია მქონდა მოწყობილი, ორსართულიანი, კომოდის უჯრებში ჩამონტაჟებულიი ბარბის სახლი: ავეჯით, სავარძლის რბილი ბალიშებით, კარადით, ტანსაცმლით, რომელსაც თავად ვკერავდი: აქ იყო შუბა, ჟაკეტები, ჯინსისა და კლასიკური შარვლები, უამრავი სარაფანა… მოკლედ ყველაფერი მქონდა მის გარდა, ჰოდა, უკეთესი მომავლის იმედით, ჩემი დისთვის ნაჩუქარი, ინდიელი ვაიბარბით ვუმკლავდებოდი დიდ ტკივილს.
ახლაც მახსოვს მისი ფასი, მე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გადმოცემით ვიცოდი, რომ ზღაპრულ მხარეში – ვაკე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობდა ის შესანიშნავი მაღაზია, სადაც 40 ლარად შესაძლებელი იყო ჩემი ოცნების ასრულება. ყველას ვაბარებდი შეევლოთ და მოეთხროთ, ზუსტად რა ხდებოდა იმ იდუმალ ადგილას და მერე ეს ლეგენდარული გადმოცემები ფრთებს მასხამდა.
ეს ბარბომანია უკვე თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, უფრო სწორად სრულდებოდა იმედი, რომ როდესმე ვიხილავდი; 40 ლარი მაშინ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღეს. და ამ პერიოდში ჩემი დაბადების დღეც მოახლოვდა, უკვე ყველასთვის ყურები მქონდა გამოჭედილი და უნდა ვაღიარო, რაღაც სასწაულს ნამდვილად ველოდი, დილას ახალგაღვიძებულს, ლოგინში რომ მომართვეს შეფუთული ყუთი.
ნუთუ ეს ის იყო, ჩემი ამდენი ხნის ოცნება? თავიდან ყუთის ზომამ დამაეჭვა, ამხელა ყუთში აშხვართული ბარბი ვერ ჩაეტეოდა, მაგრამ იმედის უკანასკნელ ძაფს ჩავებღაუჭე: იქნებ ზის-მეთქი! ჰოდა, გულისკანკალით გავხსენი… კი, ტყუილს ვერ ვიტყვი, იდო იქ ბარბი, ოღონდ დახატული – ლურჯი რვეულის ყდაზე და კიდევ რბილი, სათამაშო დათუნია, შვილითურთ.
მერე სულ ვგეგმავდი, რომ ჩემს მომავალ შვილს ავუსრულებდი ამ ოცნებას, როგორც კი თოჯინის ცნობას ისწავლიდა, ანუ დაახლოებით 3 წლის ასაკში, ვუყიდდი უამრავ ბარბის, რომ ვერასდროს ეგრძნო ის, რაც მე დამაკლდა. მაგრამ ბოლოს მივხვდი, ასე მირთმეულს ვერასდროს დააფასებდა, იმ მოლოდინის გარეშე, არ ერთი ბარბი არ იქნებოდა ისე ძვირფასი.
ვიხსენებდი ახლა 8-10 წლის წინანდელ ამბებს, პოსტისთვის კი გუგლში ვეძებდი მის სურათებს და აღმოვაჩინე, რომ ამ სურათებზე ნერწყვს ვყლაპავ, ახლაც კი გული მწყდება რაღაცნაირად, რომ არასდროს მქონია :)
kargi ra shemecode :)
daivicye bavshvobis tramvebi :)
me kidev erti maxovs adre moyevi, ragac ezoSi tamashze da maikaze dacinvaze
arada ra sayvareli bavshvi iyavi :)
mylpi
ეგ რაღამ გაგახსენა? ეგ იყო ტრავმა თუ იყო, თორემ ბარბი რა სახსენებელია. 2 წელი ვერ ჩავდიოდი მერე ეზოში, დაცინვის შიშით. ფროიდის მიხედვით, რაც განდევნილია, ის ქვეცნობიერიდან მაინც განგრევს. ასე რომ, პირიქით, ეს უკეთესია, რომ მახსოვს და შემიძლია ამაზე ვილაპარაკო. აი რაც არ მახსოვს და ფარულად მაწუხებს, ისაა რომ მიფუჭებს ცხოვრებას :)
xo sheidzleba, mere ilaparake da iqneb yvelaferig agaxsendes :)
ise sheni axali blogis dizaini magrad momecona
like
მე ბარბის სახლი მინდოდა და არ ამისრულდა ოცნება :) რა კარგი პოსტია,ძალიან მომეწონა :)
მადლობა :)
rogor miyvardaa <3 exlac miyvars, exlac vcherdebi vitrinebtan da vuyureb, mec sakmaod didi viyavi barbebit tamashs rom tavi davanebe, ufro sworad damanebebines :| dedachemma gadacyvita, rom agar mchirdeboda da mezoblis bavshvs achuqa yvela tojina da yvela aqsesuari. exla kidev fuli rom meqneba aucileblad unda viyido, tundac is 2 lariani "barbi" momenatra
ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ახლა, ბარბის სიყვარული მექანიკური და ნაჭრის სათამაშოებისადმი სიყვარულით შემეცვალა. :)