დავიწყების ეფექტური სტრატეგიები

18 მაისი

8 წლიანი სტაჟი ასეთ სფეროში საკმარისად ვერ ჩაითვლება, ასე რომ ვიღებ რჩევებს უფრო გამოცდილი ხალხისგან, მაგრამ, ჩემი მხრივ, შევეცდები აპრობირებული მეთოდებიც გაგიზიაროთ.

უპირველეს ყოვლისა, გამოვიდეთ ისევ ფსიქოლოგიიდან: რა იწვევს მოწონებას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიყვარულში? ესაა: ტერიტორიული სიახლოვე, რაც უფრო ხშირად ხართ ვინმესთან, მით უფრო გიყვართ ის და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მოგწონთ თქვენ ირგვლივ მყოფები. მსგავსება – ვინმეს მსგავსება თქვენი შეხედულებების, დამოკიდებულებების, ფასეულობის მიხედვით გაგრძნობინებთ თავს კომფორტულად, რადგან დასტურდება, რომ ეს დამოკიდებულებები ზოგადად სწორია, შემდგომში ეს კომფორტის განცდა, უკვე მისი გამომწვევი ადამიანის მიმართაც ვრცელდება. ორმხრივობა – ადამიანების ზოგადი ტენდენციაა მოსწონდეთ ის, ვისაც თავად მოსწონს იგი. რწმენა, რომ ვინმეს მოსწონხართ, ან არ მოსწონხართ (ეს რწმენა შეიძლება მცდარიც იყოს) მოქმედებს თქვენს ქცევაზე.

მშრალად მიმოვიხილეთ სიყვარულის გაღვივების ხელშემწყობი ფაქტორები, ახლა დავუბრუნდეთ პირველ საკითხს.

რადგან სიახლოვე ზრდის მოწონებას, ჩვენ კი გეგმაში საპირისპირო გვაქვს, თქვენი სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში, თავი აარიდოთ მასთან შეხვედრის ყველა შემთხვევას. დავიწყების დაგეგმვიდან საწყის პერიოდში მაინც, არ იაროთ იმ ქუჩებზე სადაც შეიძლება გადაეყაროთ. თუ მაინც მოხდა ასეთი რამე, დაურტყით ”ნევიჟუ”, გადადით ქუჩის მეორე მხარეს, მიახტით პირველივე ავტობუსს, გააჩერეთ ტაქსი, ან შეიმალეთ სადარბაზოში. არ იაროთ საერთო საახლობლოს (გეყოლებათ ასეთები) დღეობებზე და რა თქმა უნდა, არ ეკონტაქტოთ არც სკაიპით, არც ფეისბუქით (თავის ფერმიან-პეტიანად ამოშალეთ მანდედან!)

მსგავსება – გაიხსენეთ ყველა ეპიზოდი, რომლის დროსაც თქვენი შეხედულებები განსხვავდებოდა, ყველა ჩხუბისა და უთანხმოების სცენა, დაიხმარეთ ამ სკანდალების შემსწრე მეგობრები, დეტალების უკეთ აღდგენის მიზნით. მიხვდით ბოლოსდაბოლოს რომ თქვენ გაცილებით მეტი რამ განგასხვავებთ ვიდრე გამსგავსებთ.

ორმხრივობა – ეს ხომ საერთოდ ზღაპარია! თუ ორმხრივი იყო ეს ყველაფერი, რატომღა ივიწყებთ? საქმეც ისაა, რომ თქვენ გიყვარდათ, ის კი უფლებას გაძლევდათ. ახლა კი შეატენეთ ეს უფლება ერთ ადგილას. დაელოდეთ ნამდვილ ორმხრივ სიყვარულს და თუ არ მოვა, ჯობია, ისევ თქვენ მისცეთ სხვას სიყვარულის ნება, ვიდრე ვინმესგან ელოდოთ მოწყალებას.

წვრილ-წვრილი დამხმარე მეთოდები: მისი სურათების პირწმინდად განადგურება, არავითარი ჩამოჭრა, მაინც გაგახსენდებათ, ვინ იდგა იმ ჩამოჭრილ ადგილას. იმ სიმღერების ამოშლა, რომელიც მის თავს გახსენებთ, ყველა ხელმისაწვდომი ტექნიკიდან. ასევე ამართლებს წარმოდგენა, რომ სხვასთანაა, თუ რეალურად ასეცაა, ძალიან კარგი, თუ არადა მოიგონეთ ვინმე, ვისთან ერთადაც იქნებოდა, თავიდან მტანჯველია, მაგრამ მერე ეფექტური.

ბევრი დავიწყების სპეციალისტი მხარს უჭერს ჩანაცვლებას, ყველა გრძნობა-იმედ-სასოების სასწრაფოდ სხვა ობიექტზე გადანაცვლებას, მაგრამ ჩემნაირ რომანტიკოსებზე პირადად ეს ნაკლებად ჭრის. ფრაზა: ბიჭების (გოგოების) მეტი რა არის, ამასთან არ გამოვიდა, სხვასთან გამოვა, ჩემთვის მეტისმეტად გაუგებარი და მიუღებელია. მე ანდროგინებზე მითის სენტიმენტალურ ფანატებს განვეკუთვნები, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად ადამიანები ქალისა და მამაკაცის საწყისს აერთიანებდნენ, ღმერთებმა ისინი ამპარტავნებისთვის დასაჯეს, ორად გააპეს, ეს ნაწილები მთელს დედამიწაზე მიმოფანტეს და თითოეული მეორე ნახევრის ძიებისთვის გაწირეს:(. ასე რომ, ყოველი იმედგაცრუება და არშემდგარი ”მეორე ნახევარი” ისე მაშინებს, რომ კარგა ხანი მეკარგება ”ჩანაცვლების” სურვილი.

რაღაც ”სარკის” სტატიის სუნი კი მცემს, მაგრამ არაუშავს, მთავარია, მოვინდომე და სტრატეგიები ზოგადად მიმოვიხილე, თუ გ(ვ)იშველათ რომელიმემ, შესანიშნავია. ახლა საჭიროა მხნეობის მოკრეფა და მომავალზე ზრუნვა, ნუ ჩაიქნევთ ხელს, დაუჯერეთ კოკა-კოლას (მაგას კი დაეჯერება, 124 წლის ყოფილა) და… კიდევ სცადეთ.

Advertisements

5 Responses to “დავიწყების ეფექტური სტრატეგიები”

  1. fsiQe მაისი 18, 2010 at 5:15 PM #

    თავი აარიდოთ მასთან შეხვედრის ყველა შემთხვევას.

    2 WELI VARIDEBDI ME PIRADAD DA NEBISYOFAM MIMTYUNA :| VERC AMOVSHALE DA GAVINAWYENE KIDEC MGONI, “NIVIJUEBIS GAMO” :)))

    ბევრი დავიწყების სპეციალისტი მხარს უჭერს ჩანაცვლებას

    ARA! ARA DA ARA! EG METODI GAMOCDILI MAQVS DA ARA!
    1. IMITOM ARA, ROM SXVASHI EDZEB MAS
    2. IMITOM, ROM GULS TKEN UDANASHAULO ADAMIANS IMIT, ROM AR GIYVARS.
    3. IMITOM ARA, ROM SAMMAGAD MOGALATE GAMODIXAR: GALATOB SAKUTAR TAVS, IMAS VINC GIYVARS DA IMASAC, VINC AR GIYVARS DA SXVIS DASAVICKEBLAD IYENEB.

    P.S. KARGI POSTI IYO, MARTALIA YOVELIVE GAMOCDILI MAQVS DA TANAC USHEDEGOD, MAGRAM VIN ICIS, IQNEB DA DAEXMAROS VINMES, CHEMZE NAKLEBAD AMAYS DA NAKLEBAD SHEYVAREBULS :)

    TU RAME IDEA MOMIVA DAVIWYEBIS STRATEGIASTAN DAKAVSHIREBIT, GACNOBEBT :)

  2. mylpi მაისი 21, 2010 at 7:10 PM #

    ჩავამატებ – იმედგაცრუებაც კარგად შველის, მაგალითად, როცა ფიქრობ, რომ დღეს ნახავ და არ მოვა, ან როცა იმაზე ნაკლებ ყურადღებას მოგაქცევს ვიდრე გინდა, ან პირიქით,
    და კიდევ, როცა ყურადღება სხვა რამეზე გადადის მაგალითად ახალ ხალხზე, სიტუაციაზე და საქმეზე და უმაგისო სიტუაციებშიც თავს არანაკლებ კარგად გრძნობ :)

    • fsiQe მაისი 22, 2010 at 8:58 AM #

      ნაკლები ყურადღებისა არ ვიცი, მაგრამ ზედმეტი ყურადღება ნამდვილად შველის.
      საერთოდ, რომანტიკოსების და მოტრფიალეების არ ვიცი, მაგრმ თუ ვინმე ჩემნაირი ხართ აქ და გჭირდებათ ვინმეს დავიწყება, გირჩევთ (აპრობირებულია) მოახერხოთ ისე, რომ იმ “ვინმემ” მოგაქციოთ ყურადღება, იყოს თქვენთან ხშირად, გაგრძნობინოთ რომ მოსწონხარ და ა.შ.
      მოკლედ, ჩემი აზრით არ არსებობს სიყვარული. არსებობს რაღაც/ვიღაც, რაც გაქვს, ან არ გაქვს. ჰოდა როცა რამე არ გაქვს, ყოველთვის გინდა რომ გქონდეს :დ მოკლედ, როგორღაც მოახერხეთ ისე, რომ გქონდეთ და გპირდებით იმავე წამს აღარ მოგინდებათ :)
      წარმატებები :დ

  3. hmm აგვისტო 31, 2011 at 2:22 AM #

    aman damafiqra: საქმეც ისაა, რომ თქვენ გიყვარდათ, ის კი უფლებას გაძლევდათ. adre dzvelebi ( anu platoni, socrate da mistanebi) tvlidnen rom siyvarulshi erti yoveltvis aris “lover” da meore “beloved”. hoda ise davfikrdi ikneb shesadzlebelia orive bednieri iyostko, (<< filosofiuri gadaxveva).

    momewona sheni blogi
    kargad wero

    )

    • kohinor სექტემბერი 8, 2011 at 4:55 PM #

      ჰო, მეც ეგ “ძველი” შეხედულება მახსენდებოდა ამის წერისას :))) მადლობა :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: