რადგან სიყვარულზე ტირილი და მოთქმა თქვენდა და ჩემდა სასიხარულოდ დავასრულე, ბლოგის პირველსაწყისებთან, ანუ ფსიქოლოგიასთან დაბრუნების ჟამმა ჩამოჰკრა. ლევან ზარდალიშვილის ლექციას დავესწარი ერთი კვირის წინ; ჰიპნოზები, თვითშთაგონება, შთაგონება და ა. შ. იყო მთავარი თემები, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა და ჩემი 4 დღიანი ბათუმური ვოიაჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასართობი გახდა (ამ ვოიაჟზეც დავწერ ცოტა ხანში), ეს იყო “საუბარი ქვეცნობიერთან”.
თუ თქვენ საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების სურვილი გაქვთ, დაგჭირდებათ:
1. პასტა
2. ფურცელი
3. ძაფი ან ძეწკვი რომელზეც ჩამოკიდებთ ჭანჭიკს (ან რამე ნივთს, რომელსაც საკმარისი სიმძიმე ექნება, რომ ძეწკვი დაჭიმოს და არც ისე მსუბუქი იქნება, რომ ჰაერზე იფარფატოს). ამის მერე ფურცელზე ხატავთ ამ სქემას:
და ბოლო ეტაპზე, ხაზების გადაკვეთის ადგილის თავზე გიჭირავთ ძეწკვზე ჩამოკიდებული ჭანჭიკი და საკუთარ ქვეცნობიერს უსვამთ შეკითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხელი გაჩერებული უნდა გქონდეთ, ძეწკვი თავისით იქანავებს იმ მიმართულებით, რასაც ქვეცნობიერი გპასუხობთ შეკითხვაზე.
შეკითხვები ნებისმიერი სახისაა, ოღონდ თქვენ და თქვენს მიმდინარე გრძნობებს უნდა ეხებოდეს. (გავხდები მილიონერი? ასეთ შეკითხვაზე პასუხი ქვეცნობიერმა არ იცის და ვერც გიპასუხებთ.)
მაგრამ თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, საკუთარი გრძნობების გადამოწმება და განცდებში დარწმუნება გინდათ, მართლაც უალტერნატივო საშუალებაა! :P
4 დღის განმავლობაში ქვეცნობიერს დავუსვი და მივიღე პასუხი ამ და მსგავს კითხვებზე:
1. მიყვარს “ის”? არა (თან რა გამეტებით უარყოფდა, ერთი გენახათ!)
2. მენატრება? კი
3. ვარ ამბიციური? კი
4. მინდა უცხოეთში ცხოვრება? არა
5. ვარ კარიერისტი? კი
სცადეთ, არ ინანებთ! ;)
მმ საინტერესოა, ვცდი აუცილებლად.
საერთოდ, ფსიქოლოგია ძალიან მიყვარს, მეტიც ვგიჟდბეი კიდეც, ამიტომ ყველანაირი აღმოჩენა რაც ამ თემას ეხება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
♥ Summer ♥
რა შედეგები გექნება, გამიზიარე რა! მაინტერესებს როგორ მოქმედებს სხვებზეც :)
ვა საინტერესოა.
მეც ჩვიტარებ და დავდებ აბა.
ნეტა რა გამოვა
:)
საინტერესოა, იმას გპასუხობს რაც ქვეცნობიერად მართალია, თუ რაც გინდა მართალი იყოს?
mylpi
პირიქით, ბევრმა პასუხმა შეიძლება გაგაოცოს, მაგრამ რეალურად შენი ქვეცნობიერი იმას გიპასუხებს, რასაც მართლა განიცდი და არა იმას, რასაც გინდა განიცდიდე.
ee arascoria ragac, yvelaferze ar vicis pasuxi sheidzleba?
chemma qvevnobierma araferi ar icis ra
mylpi
ასეთი შემთხვევა ჩემს მცირეხნოვან პრაქტიკაში არ მქონია,:D ისე კი ჩემი ქვეცნობიერი გაცილებით აქტიურად პასუხობდა, ვიდრე მაგალითად ჩემი დაქალის. მაგას მუდო ქვეცნობიერი ჰყავდა, ძირითადად უმოძრაოდ ეკიდა ერთ ადგილზე. რამე ძალიან ზოგადს ხომ არ ეკითხები? უფრო საკუთარ განცდებსა და გრძნობებს ჩაეძიე.
ravi daaxloebit sheni kitxvebis msgavs ragaceebs, ara ertxazovnad ar vicio – mokled me erti var, qvecnobieri ar myavs da vmoqmedeb situaciis mixedvit, ai ase
ნეტა მართალია? რაღაცნაირად არ მჯერა თითქოს. და ერთი რაღაც ვერ გავიგე იქნებ კარგად ამიხსნა. ანუ ძეწკვზე ჩამოკიდებულ ჭანწიკს ვადებთ იმ ხაზების გადაკვეთის ადგილზე ხო? ანუ ეს ძეკვი პროსტა დაკიდულ მდგომარეობაში გვიჭირავს ხო?
bzuuk
ძეწკვზე ჩამოკიდებული ნივთი ისე დაიჭირე (ძეწკვს ყუნწზე მოჰკიდე ხელი), რომ მოძრაობის არეალი ჰქონდეს, ანუ ფურცელს კი არ დაადო, ოდნავ მაღლა გეჭიროს, უნდა იქანავოს. (ფურცელზე დადებული ნაღდად ვერ გაივლის ;) )
aha kai gasagebia madloba, vcdi aba :)
au veraperi gavige su krugebs utrtyavs ra pontia to
მართლა მაგარი რაღაცაა :)))) მომეწონა ძალიაან :))