ფსიქოდრამა – გარიყული

23 ივნ

ეს პოსტი შეიძლება არც დაწერილიყო, რომ არა გუშინდელი ფსიქოდრამა. როდისმე ალბათ დავწერდი, მაგრამ ახლა არა.

თქვენ გიგრძვნიათ ოდესმე, რას ნიშნავს 14 წლის ასაკში იჯდე პირველ მერხზე, შენს გვერდით დაჯდომის სურვილი კი არავის ჰქონდეს?
ასეთი კეთროვანი მე ვიყავი მე-8, მე-9 კლასებში. ჩემთან, ამ სახელგანთქმულ ”ჭკუის კოლოფსა” და მასწავლებლების რჩეულ ხუთოსანთან დაჯდომა არავის უნდოდა. ის კი არა, სიცელქისთვის ბავშვებს წინ გადმოსაჯდომად რომ იხმობდა მასწავლებელი, საშინელი შფოთვა მიპყრობდა, ის საბედისწერო სიტყვები არ გამეგონა: აუ, აქ (ანუ ჩემ გვერდით) არ დავჯდები და სხგაგან სადმე რაო.

დღემდე არ ვიცი, როდის დავუშვი ის შეცდომა, რომლის შემდეგაც ასე გარიყულად ვგრძნობდი თავს. რასაც ჰქვია საკრალური ბავშვური ღალატები, რომლებსაც არასდროს პატიობენ, აქ არ შემიცოდავს: შატალოებზეც დავდიოდი, საკონტროლოებსაც ვაწერინებდი (ამ დროს კი მისხდებოდნენ გვერდით, იცოცხლე!), დახმარებაზეც არ მითქვამს უარი… მაგრამ მოზარდობის ასაკში, როცა თანატოლებთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, მე ყოველთვის მარტო ვიყავი.

ვნატრობდი ხოლმე, ფიზკულტურის გაკვეთილი მალე დამთავრებულიყო: ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ ამ დროს, გოგოები წყვილ-წყვილად, სამეულებად და ოთხეულებად გადაადგილდებოდნენ, მე კი ერთი დავბორიალობდი სკოლის 4 სართულიან შენობაში და უარყოფილის როლი მტანჯავდა.

მარტო უარყოფას კი არა, აგრესიასაც ვგრძნობდი. კლასის გოგოების უპირობო რჩეულს, სოსოს არ ”ვევასებოდი” რატომღაც, ერთხელ დაფაზე რაღაცას ვჯღაბნიდი, როცა უკნიდან გავიგონე, ყოველგვარი მორიდების გარეშე, მის მიერ ომახიანად ნათქვამი: ეს თიკო რობოტს არ ჰგავსო? (ცოტა ხანი აიტაცეს კიდეც ეს მეტსახელი სხვებმაც)

ახლა როცა ვიხსენებ, ვცდილობ ხოლმე ჩემი ასე მოძულების ობიექტური მიზეზები მოვძებნო, იქნებ ზედმეტად მაქებდნენ მასწავლებლები, იქნებ ეს წყეული ხუთოსნობა იყო ყველაფრის მიზეზი?

ბოლოს წარმატებული მოწაფის სტატუსი ისე მაღიზიანებდა, გულში გადაწყვეტილი მქონდა, უნივერსიტეტში სულ სამებზე მესწავლა.

ფაქტობრივად მე-9 კლასის მერე იმიტომ გადავედი სამხატვრო სასწავლებელში (ნიკოლაძე), რომ ის საძულველი კლასი არასოდეს მენახა.
ბოლო ზარზე მაინც მივედი, მაგრამ ბანკეტზე მოწვევას ოსტატურად ავარიდე თავი, ტყუილი ვთქვი,-ვითომ სოფელში მივდიოდი და ვერაფრით დავესწრებოდი.

არა, განა ყველა მერჩოდა, მაგრამ წყენა ზედმეტად ბევრი დამიგროვდა ერთეულებისკენ მისამართად, ამიტომაც, განურჩევლად, მთელი კლასი ერთ, დიდ, მწარე მოგონებად გავაერთიანე. არცერთთან არ მაქვს და არც მინდა მქონდეს ურთიერთობა. ერთი ფეისბუქზე ”დამიფრიენდდა” ამასწინ, სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრამ ინტერესი მკლავს ვკითხო: საერთოდ რატომ დამიმატა?

გუშინ ფსიქოდრამაზე მოვყევი ეს ამბები, თან პარალელურ რეჟიმში გულიანად ვღრიალებდი და შემომთავაზეს გამეთამაშებინა რომელიმე სიტუაცია: ავარჩიეთ სოსო და თბილი მეტსახელით მონათვლის ისტორია (მაშინ ვერაფერი ვუთხარი და ხელახლა უნდა განმეცადა ყველაფერი).

… მე ისევ დაფაზე ვჯღაბნიდი რაღაცას, როცა უკნიდან ის საშინელი სიტყვები გავიგონე: ეს თიკო რობოტს არ ჰგავსო?
ცარცი მივაგდე, სოსოს როლის შემსრულებელს მივუახლოვდი და მთელი ძალით გავარტყი სახეში.

იცით, მომეშვა ბევრად.

არა მგონია, იმ თინეიჯერული პრობლემების წინაშე კიდევ დავდგე, თანატოლებს შორის იმიჯის დამკვიდრება ჩემს ასაკში ნაკლებ მნიშვნელოვანია, სხვა საზრუნავიც ბევრი მაქვს. შეიძლება ბევრად არც შევცვლილვარ და წარსულში დაბრუნებული ისევ ჩაგრულის როლში აღმოვჩნდე, მაგრამ ის ვინც ახლა ვარ, საკმარისად მტკიცეა იმისთვის, რომ მოზრდილის პრობლემებს გაუმკლავდეს.

ჰო, მაშინ ვერ შევძელი, მაგრამ გუშინ, შვიდი წლის მერე, ხომ მაინც გავარტყი სოსოს! :)

Advertisements

5 Responses to “ფსიქოდრამა – გარიყული”

  1. mylpi ივნისი 23, 2010 at 10:33 AM #

    vaime tinatin

  2. CGsaba ივნისი 23, 2010 at 7:04 PM #

    არ ვიცი ეგ კარგია თუ არა მაგრამ! იგივე შემიძლია მეც ვთქვა. ჩემია ზრით დღემდე გაქ გამოყოლილი რაღაცეები, ასევე მეც მაქ გამოყოლილი. ნუ ეს ისეთ ჩემთვის ერთ ერთი რთლი საკითხია და მერე ჩავუჯდეთ.
    :)

  3. mylpi ივნისი 24, 2010 at 11:15 AM #

    me ki ar macuxebs egeti ragaceebi, magram psiqologiuri saubrebi mitavebsmec shemogiertdebit da chavusxdet

  4. kohinor ივნისი 24, 2010 at 4:25 PM #

    CGsaba, mylpi – რა მარტი, რის მარტი, გავხსნათ ფსიქოჯგუფი! ჰა, როგორი იდეაა? :P

  5. kevana ოქტომბერი 13, 2010 at 1:13 PM #

    მოზარდობა რთული პერიოდია… :(

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: