ჩემი ცხოვრების 5 სიყვარული :P

2 ივლ

ასეთ ხასიათზე რომ არ ვიყო, როგორზეც ვარ, უფრო კეთილშობილურსა და ანგელოსურ პოსტს დავწერდი, ვარდისფერ-მოფარფატე საპნის ბუშტებითა და მელანქოლიური მუსიკით, რომლის ბოლო ნოტები მაინც დამაიდებლად ჟღერს! ახლა, თემის სათაურის მიუხედავად, მცირე აგრესიას მიმოვაფრქვევ და გაუძელით.

რა მიყვარს?

1. ძალიან მიყვარს ჩემს ძმასთან ლაპარაკი, იმ ადამიანების კატეგორიას ლიდერობს, რომლებთანაც საუბარი სიამოვნებას მანიჭებს. ვიცი, რომ რომელ წიგნზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი, მას ის წაკითხული აქვს და აუცილებლად ამყვება, მერე ჩამოვუვლით და ერთმანეთს ვახსენებთ საკვანძო მომენტებს. მსიამოვნებს, რომ ერთნაირად გვიყვარს ანიმაციები და მათი გარჩევა (ანიმეებამდე ჯერ ვერ ავმაღლდით :P ), კიდევ _ ფსიქოლოგიაზე ბაასი და ნაცნობების ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენა, ერიკსონ-ფროიდული ანალიზები; ვის როგორი ბავშვობა ჰქონდა და ვინ ტირის ღამე ბალიშში თავჩარგული…

ჩემი ძმა მეუბნება, რომ რადგან პირადი ცხოვრება რაღაც ვერ მეწყობა, თავი მეცნიერებასა და ხელოვნებას უნდა მივუძღვნა, როგორც ყველა არასაკმარისად ლამაზმა გოგომ :P ზოგჯერ ნერვებს მიშლის, მაგრამ მაინც მიყვარს მისი ირონიულ-დამანგრეველი შენიშვნები (დათ, გამაგრდი და ემოციებისგან არ ატირდე!).

2. მიყვარს როცა დაწყებულ საქმეს ძირისძირობამდე უკანასკნელ მძიმე-წერტილამდე სრულყოფილად ვამთავრებ და ვერ ვიტან კომპრომისებს ამ დროს. ყველა პროექტი, პრეზენტაცია, ნახატი, სადაც პატარა კრახი მაინც მქონდა, გულში ხინჯად მაქვს ჩარჩენილი. ხუთოსნის კომპლექსი ჰქვია ამას, როცა რაიმეს წარვადგენ, ჩემი გამოსვლა ტაშის გრიალით თუ არ დამთავრდა და ლამის ავტოგრაფის ჩამოსართმევად არ მომვარდა ხალხი, ეს ჩემთვის დიდ ჩავარდნად აღიქმება.

3.მიყვარს სიყვარული, საკუთარი თავი შეყვარებულის ამპლუაში, სიყვარულზე ლაპარაკი (ჩემი თეგების ღრუბლისკენ გაიხედეთ ერთი :P), ჩემს შეგრძნებებზე დაკვირვება ამ დროს, ტონობით ცრემლიანი წერილების წერა, ვაი-ვიში, რომანტიკა, მელოდრამებზე ბღავილი, ოღონდ ცოტა “დონე” მელოდრამებზე (A walk to remember და The notebook-ი ძალიან “მესოპლისახარება” ანუ “მეცინგლშაქრება”).

4. მიყვარს სასიამოვნოდ დაღლა ხატვით და წერით. საკუთარი თავის გამოწურულ ლიმონად შეგრძნებაც კი მიყვარს, თუ ვგრძნობ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავედი, რომ რაღაც გამომდის, რომ ვვითარდები და ვიზრდები. (ზოდიაქოში მიწერია, რომ “ტრუდაგოლიკი” უნდა ვიყო წესით, ჯერ ვერ “ვქაჩავ”, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქამდეც მივაღწევ :P)

5.მეხუთე პუნქტად უამრავი რამ გამახსენდა, რაც მიყვარს, რომ არ მიწყინონ და პერსპექტივაშიც არ დავკარგო, ერთად გავაერთიანებ, ერთ წინადადებაში: მიყვარს ცალ ხელში ყავის ჭიქით, მეორეში ფანქრით, ხატვა-ხატვის დროს, ფუმფულა-ნაკეცება ბავშვებით გარშემორტყმულს, ინტელექტუალურ-ოჯახური საუბრები ზღვის სანაპიროზე.

დამთაგა Mylpi-მ, ვთაგავ Natalia-ს, მგონი არ დაუწერია…

Advertisements

5 Responses to “ჩემი ცხოვრების 5 სიყვარული :P”

  1. mylpi ივლისი 2, 2010 at 8:01 PM #

    (ზოდიაქოში მიწერია, რომ “ტრუდაგოლიკი” უნდა ვიყო წესით, ჯერ ვერ “ვქაჩავ”, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქამდეც მივაღწევ :P)

    ცხოვრების მიზნად ტრუდაგოლიკობას ნუ დაისახავ :P

    ოო, შენი ძმის ცინიზმი მეც კი მიშლის ზოგჯერ ნერვებს, შენი რაღაც კომპლექსები მაგის ბრალი ხომ არაა?!

  2. Natalia ივლისი 13, 2010 at 2:19 PM #

    ვაი, მაპატიე რომ პოსტი არ დავწერე, რაღაც ვერ ჩავსვი 5 პუნქტში ჩემი სიყვარულები. თან, გვიან ვნახე. იმედია არ მიწყენ :)

    პ.ს ისე, რაღაც მსგავსი ჩემით მაქვს ადრე დაწერილი, ოღონდ რაოდენობა არ მახსოვს :)

    • kohinor ივლისი 13, 2010 at 6:07 PM #

      არ გიწყენ, არა, მითუმეტეს ამ სიტყვების მერე :)

  3. რუსა მაისი 25, 2011 at 6:11 PM #

    ,,საკუთარი თავის გამოწურულ ლიმონად შეგრძნებაც კი მიყვარს, თუ ვგრძნობ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავედი, რომ რაღაც გამომდის, რომ ვვითარდები და ვიზრდები. ”რომ იცოდე რამდენჯერ მქონია იგივე განცდა..როცა ღამის 3 ან 4 საათზე დაღლილი ,დაცლილი,სრულიად ტვინგათიშული და ძალაგამოცლილი ვწვები,მაგრამ კმაყოფილი,რომ რაღაც გამომივიდა..რაღაცით წინ წავიწიე..რაღაც ვისწავლე… ოხ,ეს პერფექციონიზმი! :( :D

    ახლა აღმოგაჩინე და ისე მომეწონა შენი ბლოგი,შენი ნააზრევი…ისე ახლოს მოვიდა ჩემთან..იცი რაღაც–რაღაცები რომ წავიკითხე, ასე მეგონა ჩემს სათქმელს ამბობდი… დღეიდან შენი ბლოგის აქტიური მკითხველი შეიძინე. ჯერ ბევრი არაფერი წამიკითხავს,მაგრამ იმ რამდენიმე პოსტიდან გამომდინარეც ემჩნევა რომ ერთ–ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.. :)

    • kohinor მაისი 25, 2011 at 6:52 PM #

      მიყვარს ამას რომ ამბობენ, სხვების ბლოგებშიც ჩემს განცდებს დავეძებ მე თვითონ და იმიტომ. დიდი მადლობა, გამიხარდა ძალიან :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: