ოცნება (არ) ხდება

8 ოქტ

I)

ამას წინ ფილმს ვუყურე, სპორტულს, ფეხბურთზე(!!!), სამი ძახილის ნიშანი კი ამ მოვლენის განსაკუთრებულობის ხაზგასასმელადაა, იმიტომ, რომ ვერც სპორტული თემატიკის ფილმებს ვიტან და ვერც ფეხბურთს. ფილმი ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ მექსიკელ ბიჭზე იყო, რომელსაც იმდენად უყვარდა ფეხბურთი, რომ საზღვარზე გადაპარვის დროსაც კი თან ბურთი მიჰქონდა და როცა შემთხვევით გაუვარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკან პოლიცია მისდევდა, კინაღამ მაინც დაედევნა. მერე ეს პატარა ბიჭი გაიზარდა, გახდა უბნის მასშტაბის ფეხბურთელი ლოს-ანჯელესში, იქ ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ნახა, წაიყვანა ინგლისში (ამას ბიჭის მამა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გაიპარება), შეახვედრა ფეხბურთის მეტრებს, ჯერ სათადარიგოებში ათამაშეს, მერე ძირითადში, მერე პატარ-პატარა სირთულეები… და ფილმის ბოლოს, რასაკვირველია, გადამწყვეტი გოლი…

ანუ შაბლონური სიუჟეტი, მაგრამ მთავარი მაინც, ის, იქნებ გადაღეჭილი თემაცაა, რომ საკუთარი ოცნებებისთვის უნდა იბრძოლო და როგორც ერთი “პაპსავიკი” მწერალი იტყოდა: “თუკი რაიმე მთელი გულით გსურს, მთელი სამყარო შეითქმევა რათა შენს საწადელს მიაღწიო”. მაგრამ ასე “პაპსავიკი” მწერლები ამბობენ, რეალურად კი… ჩემი 17 წლის დეიდაშვილი წალენჯიხაში ცხოვრობს და მაშინაც კი, როცა მხოლოდ 2 დღით ჩამოდის თბილისში თან მუჭისტოლა ბურთი მოაქვს. ის ფეხბურთელობაზე ოცნებობს და გულდაწყვეტილი მეუბნება, რომ მშობლებს ამაზე ვერაფერს ეუბნება. როგორ უნდა ელაპარაკოს ფეხბურთზე ადამიანებს, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რამდენი კაცი დარბის სტადიონზე მატჩის დროს. მერე მიგზავნის ფაილებს, რომლებშიც მე მისი უცნობი, პუტკუნა შეყვარებულის შეპირებული სურათის ნახვას ველი და რომლებზეც ბურთის გამოსახულება მხვდება :) ჩემი 17 წლის დეიდაშვილი ფეხბურთელობაზე ოცნებობს და მომავალ წელს ეკონომიურზე მსწავლელთა და მშობლების არჩეული გზით მავალთა მრავალათასიან არმიას შეუერთდება, იმიტომ, რომ სინამდვილეში ოცნებები არ ხდება!

I I)

არსებობს ასეთი ტერმინი: სენსიტიური პერიოდი, ანუ მეტად მგრძნობიარე პერიოდი ადამიანის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, როცა რაიმე სახის გავლენა ყველაზე უფრო თვალსაჩინო სახით ვლინდება. სენსიტიური პერიოდია ბავშვისთვის მაგალითად ორსულობის პირველი 2 თვე, რომლის განმავლობაშიც დედის არასრულფასოვანი კვება მუცლის მოშლას იწვევს, წითელათი დაავადება – ახალშობილის სიბრმავეს, მოწევით მეტისმეტი გატაცება – ბავშვის ქცევით პრობლემებს და დაბალ ინტელექტს, არადა მგრძნობიარე პერიოდის გავლის შემდეგ, იმავე სახის ზემოქმედება, შეიძლება ასეთი შედეგებით არც დამთავრებულიყო.

მაგრამ არამარტო ადამიანის, გრძნობების განვითარებასაც აქვს სენსიტიური პერიოდი. ამ პერიოდში დაკლებული საკვები და ყურადღება, არასწორი ზემოქმედების ყველა ფორმა კი უდღეურ სიყვარულს აჩენს, შეუქცევადი ავადმყოფობებით დაჭმულს. ჩემსასაც ჩასახვიდან ვიდრე დღემდე სულ რაღაც აკლდა, სულ შიოდა, ჰოდა, დღეს ღრმა მწუხარებით ვიუწყები, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეღაა დამოკიდებული.

მახსოვს, ერთი “პაპსავიკი” მწერალი ირწმუნებოდა: “თუკი რაიმე მთელი გულით გსურს, მთელი სამყარო შეითქმევა რათა შენს საწადელს მიაღწიოო”.

არადა, სინამდვილეში, ოცნებები არ ხდება! :P

Advertisements

5 Responses to “ოცნება (არ) ხდება”

  1. Natalia ოქტომბერი 8, 2010 at 6:53 PM #

    მე კი ვიტყოდი, რომ ოცნებები ხან ხდება და ხან არა :) გააჩნია, განგება როგორ ხასიათზე იქნება.

    • kohinor ოქტომბერი 9, 2010 at 5:54 AM #

      მე კი მგონია, რომ ის ხანდახან როცა ხდება, ზუსტად ადამიანის თავდაუზოგავი ბრძოლით და შრომით ხდება. განგება და სანტა-კლაუსი ბავშვების დასაიმედებლად არის მოგონილი :)

  2. Kate ოქტომბერი 15, 2010 at 7:01 PM #

    ხო, მეც ნატალიას ვეთანხმები.
    თუმცა ძირითადად მაინც ოცნებები არ ხდება ხოლმე.

  3. (ara)chveulebrivi:):( ოქტომბერი 22, 2010 at 2:53 PM #

    [quote]მახსოვს, ერთი “პაპსავიკი” მწერალი ირწმუნებოდა: “[/quote]

    ოჰ, კოელიო…… ამაზე რეალური აქ არაფერი დაწერილა

  4. niniTo მარტი 1, 2011 at 10:26 PM #

    ocnebebis mtavari xibli isaa, rom ar axdes. mtavaria miznad aqcio da yvelferi gaaketo. ratomgac mgonia, is, rac mteli cxovreba ginda, tu tavs ar dazogav, aucileblad axdeba:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: