Mondscheintarif (2001)

2 მაისი

ამხელა შუალედების მერე როცა ვხსნი ვორდპრესის ფანჯარას, უხერხულობის გრძნობა მიპყრობს. თითქოს მიტოვებულ სახლში შევდივარ – ნესტიანი კედლებიდან აბლაბუდებს ვაშორებ, ხელის გულებით ვწმენდ მტვრის სქელ ფენას და ახალი პოსტისათვის ადგილს ვასუფთავებ. ამ ხნის განმავლობაში, დასაწერი თემები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მახსენდებოდნენ და მავიწყდებოდნენ… ახლაც ვერ ვიტყვი, გენიალურმა აზრმა შემიპყრო და იმიტომ-მეთქი, უხერხული დუმილის დასარღვევად უფრო ვწერ ამ პოსტს.

პოსტი Mondscheintarif-ს ეძღვნება, ახლახან ნანახ მელოდრამას. გერმანული ფილმები კი (ყოველ შემთხვევაში, ის მცირე რაოდენობა, რაც მე მინახავს), ჩვეულებრივ ხალხზეა: არც ისე ლამაზებზე, არც ისე ჭკვიანებზე, არც ისე წარმატებულებზე… აქ ადამიანებს ზედმეტი კილოგრამები აწუხებთ და ცელულიტიც კი აქვთ. ანუ გერმანული ფილმები ზოგადად და ეს ფილმი კონკრეტულად, დედამიწის მოკვდავ მცხოვრებლებზეა და არა, ჰოლივუდის მსგავსი, უცხო პლანეტის ბინადრებზე.

ფილმში დიალოგებს მონოლოგები ცვლის, უფრო სწორად, მონოლოგი მთელს ფილმს გასდევს, დიალოგები უფრო ცოტაა. მონოლოგების ავტორი კი მთავარი გმირი გოგოა – კორა. აი, ზუსტად ის, არაფრით გამორჩეული. მაგრამ ჩვეულებრივი გოგოს ჩვეულ საფიქრალს და განცდებს კი არაჩვეულებრივად გადმოსცემს.

მელოდრამა ვახსენე და, რა თქმა უნდა, ფილმში არის მთავარი გმირი მამაკაციც, რომელსაც კორა ცოტა არ იყოს უხერხულ სიტუაციაში გაიცნობს. გინეკოლოგთან ცისტიტის გამო მისულს, თავისი ექიმის შემცვლელი “პრინცი” დახვდება – ექიმი დანიელი. ეს მომენტიც წმინდად ქალური თვალით არის დანახული, აკვირდება აღფრთოვანებული გოგო ამ შესანიშნავი კაცის შესანიშნავ ხელებს და წარმოიდგენს როგორ ეფერებიან ეს ხელები. (აღიარეთ, გექნებოდათ ასეთი ფიქრები! მე პირადად, მაქვს კაცის “რჩეული” სხეულის ნაწილი – ფართო ბეჭები. სულ რომ არ მყავდეს სახეზე ნანახი, უკნიდან შემჩნეული ასეთი ბეჭები ავტომატურად განმაწყობს მათზე თავის დასადებად. როგორც დიდი მაკდონალდსი იტყოდა: მმმმაგარია!) აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, ოცნების მამაკაცთან ცისტიტზე საუბარი? კორაც ექიმთან ვიზიტის მიზეზად რაღაც სისულელეს დაასახელებს და ასე გამოძვრება.

ოოო, მეორეჯერ კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციაში გადაეყრებიან ერთმანეთს! მაგას არ მოგიყვებით, უყურეთ!

რაც მომეწონა ამ ფილმში, ისაა, რომ ყველა ქალი აღმოაჩენს მთავარ გმირთან საერთოს. რაზე ფიქრობ, როცა “ის” აღარ რეკავს? იმაზე ხომ არა, რომ შეიძლება ნომერი დაკარგა, შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდა, ან სულაც იმიტომ არ რეკავს, რომ ახლობელი დაეღუპა? იმის დაშვება ერთი წამითაც არ შეიძლება, რომ დარეკვაზე არც უფიქრია. ბოლოს კი, მაინც გარდაუვალი ხდება ის აზრი, რომ ყველაფერი შენი ბრალია, თუნდაც ამ წყეული, ზედმეტი კილოგრამების! მაგრამ კორას საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში დანიელი დარეკავს და მესამე, გადამწყვეტი შეხვედრაც შედგება, უკვე ოფიციალური პაემნის სახით.

ქალები ამ ფილმში თქვენს დაქალსაც აღმოაჩენთ. იმას, ყოველთვის ყველაფერში თქვენზე უფრო გამოცდილი რომ არის და მუდამ კაცებთან ურთიერთობის დაუწერელ კანონებს გასწავლით. რა თქმა უნდა, პირველი პაემნისთვის მზადების მომენტში დაქალი კორასთანაა და დარიგებებს არ იშურებს. შეიძლება ის მომენტიც ნაცნობად გეჩვენოთ, როცა შეხვედრაზე გასვლამდე, კორა წინასწარ წერს ბარათზე “პრინცთან” შესაძლო სასაუბრო თემებს. ეს ბარათი ლამის პაემანსაც კი ჩაუშლის!

ქალური ფანტაზიებით გაჯერებული რომანტიკული წარმოსახვებიცაა ფილმში. არ დავიჯერებ, რომ არ გქონიათ! მე სულ ცხენებზე მოჯირითეებად წარმოვიდგენდი ჩემს თავსა და რჩეულებს. ერთხელაც არ ამიხდა…

ეს არ არის რევიუ, ციტატების დასაზუსტებლად ხელახლაც კი არ გადამიხვევია ფილმი. უბრალოდ ემოციას გიზიარებთ მამაკაცებს, იმისთვის, რომ ნახოთ და ბოლოს და ბოლოს მიხვდეთ, როგორ აზროვნებენ ქალები. მოგმართავთ, თქვენც: არც ყველაზე ლამაზებო, არც ყველაზე ჭკვიანებო და არც ყველაზე წარმატებულებო, ნახეთ! ეს ფილმი ჩვენზეა, ჩვეულებრივ ქალებზე.

რაც შეგეხებათ, “ბედის საჩუქრებს”, სჯობს არ უყუროთ, მაინც არ მოგეწონებათ :P

P.S. სამწუხაროდ, რატომღაც გადმოსაწერ ლინკს ვერ ვდებ, ფილმი შეგიძლიათ ნახოთ allmovies.ge-ზე, მელოდრამის განყოფილებაში.

Advertisements

3 Responses to “Mondscheintarif (2001)”

  1. mylpi მაისი 2, 2011 at 8:56 AM #

    რამაგარია
    შემომეყურა ეგ ფილმი
    აუ გერმანელი მამრები მიზიდავენ, მაგარი კაცია
    ფილმიც საკაიფოა
    არადა ამის დრო იყო ახლა : ))

  2. kevana მაისი 2, 2011 at 9:52 AM #

    ვნახავ, დამაინტერესა…

    ახლა მეორე. ფიქრები ხოო, დაშვება შეიძლება, რატომაც არა. პირადად მე იშვიათად მქონია შემთხვევები, როცა ჩემი მკურნალი ექიმი მამაკაცი ყოფილა. საერთოდ ამბობენ, რომ ექიმს სქესი არ აქვს :დ :ლოლ:

  3. salolas მაისი 3, 2011 at 6:09 PM #

    რა კარგია რომ ვნახე <3 მადლობ..
    ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა… : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: