ვირჯინი(ა)ს წერილი

30 ივნ

გუშინ 25-ის გავხდი, ანუ უკვე იმ ზღვარს მივაღწიე, როცა ის, რომ უკოცნელი ვარ არასრულფასოვნებას უფრო ნიშნავს, ვიდრე უმანკოებას (აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ლირიკული წიაღსვლა: ყველა კაცის ერთნაირობაზე, შესაფერისი ადამიანების დეფიციტზე და მისთ. მაგრამ მოკლედ მოვჭრი: მე თვითონ მაქვს დაჩლუნგებული მამრების მოხიბვლის უნარი). გუშინ 25-ის გავხდი, დღეს კი ვიწყებ წერილის წერას, რომელსაც მაშინ დავასრულებ, როცა სათაურად საგანგებოდ შერჩეული სახელი ჩემი შესატყვისი აღარ იქნება.

არ ვიცი, სპორტული აზარტი ჰქვია ამას, მობეზრება, განსაკუთრებულობის კომპლექსი, თუ გარშემომყოფთა არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობით დავიღალე და დაქალების შემბრალებლურ-ირონიული შენიშვნები ამომივიდა ყელში.

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ჩემი ქალწულობა ხომ ისედაც ფიქციაა. უბიწობა, ასე ვთქვათ, წარუყვნელ სულსაც გულისხმობს. D-დისკი ეროტიკული ფილმების არქივით, გულმოდგინედ შესწავლილი გინეკოლოგიურ-ანდროლოგიური ლიტერატურა, ამაზონიდან 13 დოლარად გამოწერილი კამა სუტრა და მტაცებლური მზერა ყოველი საპირისპირო სქესის ადამიანის დანახვისას – უმანკოების ჩემეული დეფინიციიდან ისედაც შორსაა. ჰოდა, სადაც წვრილია, იქ გაწყდესო, უთქვამთ ძველებს!

გაწყვეტით კი გავწყვიტე და გადავწყვიტე კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა სხვა პრობლემაც უნდა გადამეჭრა: კერძოდ, მაინც ვინ უნდა ყოფილიყო ის, ვინც რუბიკონს პირველი გადალახავდა? სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ რაღაც გრძნობა, ელემენტარული ნდობა მაინც ხომ მჭირდება? ვეჭვობ, ვინც არ უნდა დაბრიცოს ზიზღით ტუჩები ამ ტექსტზე, საზოგადოებაში ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ფრქვევაში ვერ გამეჯიბრება და მაღალი იდეალების აქტიურ დამცველს გადაეყრება ჩემი სახით. მაგრამ აქ მაინც არაფერში მჭირდება ეს პირფერობა.

პირდაპირ ვიტყვი, ჩემი აზრით, სიყვარული რაღაც სოციალური ფენომენია, ერთ-ერთი ნორმა საზოგადოების წევრებისთვის. ისიც ძალისხმევას არ იშურებს, რომ საბავშვო ზღაპრებშივე გაუმზადოს ამ ნორმას ძლიერი ნიადაგი. სულაც არ მიმაჩნია ჯანსაღ აზრად ის, რომ რაღაც კულტურული სტერეოტიპის გამო ამ სტერეოტიპზე გაცილებით ძლიერი სურვილი ვთრგუნო! ბოლოსდაბოლოს, ავადსახსენებელი თუ კეთილადხსენებული სექსი ამ ნორმების მნერგავი საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაცაა.

ფილოსოფიაშიც კი გადავიჭერი საკუთარი არჩევანის გასამართლებლად, რამეთუ მიწა… უფრო სწორად სხეული, თავისას მოითხოვს!

* * *

კანდიდატი # 1. დაბალი, ჭკვიანი და ქვეშ-ქვეშა. ერთ დროს ერთმანეთი მოგვწონდა, ოღონდ ხელის ხელზე ცაცუნსა და ერთმანეთის ტუჩებზე დაკვირვებაზე შორს არ წავსულვართ. რატომღაც არ მოინდომა, თორემ მე გაშლილი ხელებითა და სხვა მძიმე არტილერიითაც ვიყავი აღჭურვილი, – უძილობით, ცრემლებით, გრძნობების პოეტური აღწერით, რომლებშიც სჭარბობდა: მენატრები, გელოდები, მარადის და მისთ. “აღარ მინდა” სრულად გამოხატავს იმას, რასაც ახლა ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ და საერთოდ, კანდიდატადაც წარსული დამსახურების წყალობით თუ განიხილება.

კანდიდატი # 2. აწოწილი, გამხდარი, შავი… ერთმანეთთან მსუბუქი მეგობრობა გვაკავშირებს. კი, არსებობს ასეთი მეგობრობაც. ინტერნეტმოკითხვებით, პერიოდულად რაღაც საკითხებზე მსჯელობით და დაბადების დღეების მილოცვით რომ შემოიფარგლება. ანუ ნაცნობზე მეტი და მეგობარზე ნაკლები. ეს კანდიდატიც სარეზერვოა, მგონი, მსუბუქ საყვარელს ისევ მსუბუქი მეგობარი სჯობს.

კანდიდატი # 3. ფართო მხარბეჭით, წვრილი ხმით, მაღალი თვითრწმენით… ეჰ, საბა! მგონი, საბა მართლა მიყვარდა. უცნობია რატომ, მაგრამ ასე იყო. უცნობია რატომ-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს, საბა იმ ადამიანების კატეგორიაშია, რომელთა ცუდიც ბევრად სჭარბობს კარგს. აი, ისეთია, ხალხი რომ “ნწუ, ნწუ” შორისდებულითა და თავის დანანებით ქნევით გამოხატავს განცვიფრებას: “ნეტავ რამ მოაწონა ამ ანგელოზივით გოგოს ეს ბიჭიო?!”.

საბა კანდიდატი # 3-ია, მაგრამ სასურველობის მიხედვით პირველი. არა იმიტომ, რომ მე შემომრჩა რამე და მე მინდა ძალიან, არამედ იმიტომ, რომ ეს მას უნდა ყოველთვის, ყველასთან, ყველგან და ყოველნაირად. ასე ვიტყოდი, ტაქტიკა-სტრატეგიისთვის არ მომიწევს ზრუნვა და დროს დავზოგავ. დანარჩენ ორს ისევ ეს მირჩევნია, ახლა ღრმად ჩავისუნთქავ და ნომერს ავკრეფ…

* * *

ზარს ვაყურადებ და ვიცი, უპასუხებს და ხმას შეიცვლის, სასოწარკვეთილი ცდილობს ცოტათი მაინც დაიბოხოს. ფუჰ, არადა ერთ დროს ამ ჩვევას “საყვარლობის” გამოვლინებად ვთვლიდი. აჰა, იღებს… მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ერთხელაც ჩავისუნთქე და სხაპა-სხუპით მივაყარე:
– არ გინდა, ყავაზე დაგპატიჟო დღეს საღამოს? მარტო ვარ.
“ახლა მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მარად აღგზნებული გონებით ჩემი ნათქვამის სათანადო ინტერპრეტაციას მოახდენს, ყელში მოწოლილი ბურთი უნდა შევაკავო, თორემ უარს არავითარ შემთხვევაში რომ არ იტყვის, ნამდვილად ვიცი. მაინც რატომ მიყვარდა ეს კაცი?” ბინგო! რა თქმა უნდა, დამთანხმდა!

დამშვიდობებისას კიდევ უფრო შეიპარა ხმაში ხრინწი და თავს დავდებ თვალიც კი ჩამიპაჭუნა ყურმილს მიღმა. კაცებზე არ ამბობენ, თორემ ზედგამოჭრილი ბოზია.

ყურმილი დავკიდე და თავი ხელებში ჩავრგე. არადა თითქოს კარგად დავიწყე, სია გავწერე, დახვეწილად ვიცინიკოსე, მაგრამ ეს ყველაფერი ისე არარომანტიკულია, ისე ბანალურად გულისამრევი, საგანგებოდ მობილიზებული სიმტკიცეც კი მერყევა. დღეს საღამოს სექსი კი არ მექნება, მიხმარენ, გამჟიმავენ, მიმქინძავენ… ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან, მთავარია, რომ საბა მომავალში ასე გაიხსენებს ამ მოვლენას.

* * *

შვიდი დამთავრდა და 8 დაიწყო. ყავა გაცივდა. სარკესთან საცვლების შესათვალიერებლად მეექვსეჯერ მივედი, საბა კი არ ჩანს. და მხოლოდ მას მერე, რაც პულტით შემოვიხტუნე 51 არხი, წამგამოტოვებით ვარეფრეშე ფეისბუქი და დავათვალიერე სამი წლის წინანდელი მოდების ჟურნალი, კარზე ზარის ხმა გაისმა.

დერეფანს ვკვეთდი და ვხვდებოდი, რომ არ შემეძლო. “ყავას დავალევინებ და გავუშვებ… არა, ცოტა ხნით შემოვუშვებ ყავის გარეშე, ვითომ რაღაც მაინტერესებდა და საკითხავად დავუძახე! არა, არც შემოვუშვებ, ვეტყვი რომ ცუდად ვარ და მივუხურავ… საერთოდ რომ არ გავუღო? ვითომ სახლში არ ვარ! რა სისულელეა, შუქი რომ მინთია? რატომ არ გამოვრთე? ჩლუნგი! ჩლუნგი!”

ერთი, ორი, სამი, თვალები დავხუჭე და გავაღე. გაისმება ახლა გულისგამაწვრილებელი ჭყიპინი. არა, კიდევ არა? რა ხდება?

თვალები გავახილე და ამოვისუნთქე. კარებთან ბიჭი იდგა თაიგულით, როგორც მწვანე კედები და ფერიმჭამელები მამცნობდნენ შუბლზე, ასე 17 წლის. ყვავილები ხელიდან გამოვტაცე და ბარათი გავხსენი. გადავრჩი! საბა წერილობით მებოდიშებოდა და მპირდებოდა, ხვალ აუცილებლად მოვალო. გულზე საბოლოოდ მომეშვა და ლაწირაკს შევღიმე: – გინდა ყავა?

უზარმაზარი პირი მოერღვა და ბგერების რაღაც კომბინაცია ამოუშვა, ისევე ჩასათვლელი თანხმობად, როგორც უარად. სახელოში ხელი ჩავკიდე, ფაქტიურად შემოვათრიე, სკამზეც ძალით დავაგდე და გაცივებული ყავა მივუჩოჩე.

ვპულტაობ და ხვალამდე დარჩენილ ბედნიერ საათებზე ვფიქრობ. უცებ ტელევიზორს თვალი მოვაცილე, ვგრძნობ, რომ თვითგამორკვევის ეტაპზე შემორჩენილი უცნაურად მაკვირდება. ჩემი მეტისმეტი მონდომების ბრალი იყო ყველაფერი, წითელი, დეკოლტიანი ჟაკეტი და ულტრამოკლე კაბა აბნევდნენ.

ამას მაინც წავემაიმუნები-მეთქი და ანცობის გუნებაზე დავდექი. ვითომ პულტი გამივარდა და ასაღებად გადავიხარე, უფრო კარგად რომ შეათვალიეროს ჩემი ღირსებები. შეიშმუშნა. ახლა ტუჩებს ვიკვნეტ, სახეში ვაშტერდები და სავარძლის სახელურს ვსრეს ნელა. თვალს მარიდებს და ვხედავ, რომ გრძელი თითები უთრთის. როცა თავი უკან გადავიგდე და ფეხები გადავიჯვარედინე, ვეღარ მოითმინა, წამოფრინდა და რა გგონიათ? თავქუდმოგლეჯილი გავარდა დერეფნისკენ. კარს ეჯაჯგურება და კბილებში გინებას ცრის. კარს აგინებ თუ მე?

ტუჩის კიდეებს ძლივს მოვუყარე თავი და კართან მივედი, რომ გამეღო. ახლაღა გამისწორა თვალი შეცბუნებულმა და დაბნეულმა. “მგონი, არასდროს ყოფილა ქალთან, ვერც იქნებოდა, მეტისმეტად მორცხვია.” ვფიქრობ და გადატრიალებულ საკეტს ისევ უკან ვატრიალებ. როგორღაც ისევ გაბედა და შემომხედა. დიდი თვალები აქვს, წყალში გახსნილითაფლისფერი და მორღვეული პირი სამღერად გამზადებულს მიუგავს. სახელურს ჩაფრენილ ხელზე ხელი მოვკიდე, წინ გავუძეხი, უსიტყვოდ გავიყვანე ოთახში და თმები გავიშალე. ახლა საერთოდ აღარ მაცილებდა თვალს და ღიად დარჩენილი პირი უშრებოდა. ხელები გამოიწვდინა და თითო-თითოდ ნელა გამიხსნა ჟაკეტის ღილები, თვალები დახუჭული მქონდა და მარტო თითების შეუმჩნეველ ბიძგს ვგრძნობდი მუცელზე. მერე ქვედაბოლოც გამიხსნა და გაჩერდა.

თვალები გავახილე და შევხედე. მე აღარ მიყურებდა. არა, ისევ მე მიყურებდა, ოღონდ სახეზე აღარ. რაღაც ენითაუწერელი აღტაცებით მაკვირდებოდა მკერდზე და ისევ სამღერად გამზადებულს მიუგავდა პირი. ხელი გამოიშვირა და მარჯვენა მხარეს მკერდზე დამადო (ვიტყოდი ძუძუზე-მეთქი, მაგრამ საიმედოდ იცავდა ლიფის ჯავშანი). საწოლზე ჩამოჯდა, წელზე ხელები მომხვია და ასე დამდგარივე მიმწია თავისკენ, ისე, რომ სახით ჩემს მკერდს გაუსწორდა. მერე პირდაპირ ლიფის ბალიშებს შორის ჩარგო თავი და… უცებ ამოიხვნეშა!

აი, ის მეტაფორები ამის მსგავს მომენტებში იქმნებოდა ალბათ: გულიდან თითქოს ლოდი გადავარდაო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოხსნეს მხრებიდანო, გულზე მოეშვაო… ეგ იყო რა, რაც ჩვიდმეტი წელი ტვირთი და ლოდი აგროვა, ყველა ამ ერთ წამში ჩამოყარა ჩემს მკერდში თავჩარგულმა. ერთი პატარა, სულელი ბიჭი იყო ფერიმჭამელებით, რამ მომაფიქრა ეს იდიოტობა?

მოვკიდე ქოჩორზე ხელი და თავი გადავუწიე, ამომხედა წყალში გახსნილ თაფლისფერთვალებში სხივჩამდგარმა და შემომცინა მორღვეული პირით. შუბლზე ვაკოცე და წამოვაყენე. შემოვიცვი ჩემი ჟაკეტი და ჩავკიდე ისევ ხელი, მიმყავს გასასვლელისკენ და ესეც მორჩილად მომყვება. გავაღე კარი და გავიყვანე. ახლა მე აღარ მინდა შეხედვა, მაგრამ კარის მიხურვამდე მაინც ვერ შევიკავე თავი. განა რამე? ისევ ასე თვალებში სხივჩამდგარი და სულელურად მოცინარი იდგა.

მეც გავუღიმე და კარი ჩავკეტე.

* * *

არც – თემური, არც – აჩიკო და მითუმეტეს არც – საბა!

ეს დღე (ღამე) რომ მოვა და იმ ჯერარგაცნობილ ადამიანს მკერდზე პირველად დავადებ თავს, მინდა ამოვიხვნეშო. ისე, რომ იფიქროს, ის მეტაფორები ამის მსგავს მომენტებში იქმნებოდაო ალბათ: გულიდან თითქოს ლოდი გადავარდაო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოხსნეს მხრებიდანო, გულზე მოეშვაო… იფიქროს, რომ რაც დაბადებიდან ლოდი და ტვირთი მიგროვებია, ყველა ამ ერთ წამში ჩამოვყარე მის მკერდს მიყრდნობილმა. მინდა, ეს ყველაფერი სიყვარულს ჰგავდეს, ან ბავშვობაში წაკითხულ ზღაპარს… ცოტათი მაინც.

18 Responses to “ვირჯინი(ა)ს წერილი”

  1. ჯი-ნია-ნი ივნისი 30, 2011 at 7:44 PM #

    წყალში გახსნილთაფლისფერი თვალები..აუ რა კაია,სასტიკად მომეწონა ეს <3
    არა,სულ მომეწონა,მაგრამ განსაკუთრებით ეს : )

    • kohinor ივნისი 30, 2011 at 7:53 PM #

      ისეთი გულისფანცქალით ველოდი პირველ კომენტარს! კარგია, რომ დადებითია :)

  2. აქსიომა ივლისი 1, 2011 at 12:06 AM #

    ფინიკის ბმულს გამოვყევი. ბევრი ვიარე თუ ცოტა– ბოლოს აქ ამოვყავი თავი. პირველ აბზაცს გადავხედე :”ზღვარს მივაღწიე, როცა ის, რომ უკოცნელი ვარ არასრულფასოვნებას უფრო ნიშნავს, ვიდრე უმანკოებას”– ეეე… გავაგრძელე, ჩავყევი…ჩავყევი და…. აჰა, კომენტარიც დავტოვე. :) წარმატებებს გისურვებ. მომწონს შენი ბლოგი. :)

  3. Chiamaria ივლისი 1, 2011 at 8:47 AM #

    რა მაგრად მომეწონა!!!
    ძალიან კარგი დაწერილია

  4. knawi ივლისი 1, 2011 at 2:19 PM #

    weris manera gaqvs dzalian kargi )))))

  5. kohinor ივლისი 1, 2011 at 2:46 PM #

    აქსიომა

    Chiamaria

    knawi

    ვირჯინიამ დიდი მადლობა და მოკითხვა დამაბარა თქვენთან, გაუხარდა ძალიან :)))

  6. natia ივლისი 1, 2011 at 8:49 PM #

    is dabali da chkvianii:D auu,tin,meamayebi:*

    • kohinor ივლისი 3, 2011 at 2:00 PM #

      შენ კი იცი, რაც ამოვიღე იქიდან! :DDD

  7. kevana ივლისი 2, 2011 at 9:07 AM #

    წოწ, დაგლიჯა…..

    აემ შოქდ და აი ლაით ით :დ :დ

  8. Gtrup ივლისი 3, 2011 at 1:47 PM #

    მომეწონა. ეს თემა ქართველი virgin-ების ტკივილს გამოხატავს. ბევრი მკერდზე თავის დადებას კი არა, შეხედვას და გაცინებასაც ვერ ბედავს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მასზე რაიმე ცუდი არ თქვას. სტერეოტიპები ღუპავს თაობას…

  9. dato ივლისი 5, 2011 at 4:07 PM #

    ლამაზად გადმოცემული გულწრფელი ემოციები. მაგარია!

  10. Tamuna Turdzeladze ივლისი 5, 2011 at 11:07 PM #

    vaa,tin Zalian kargia, vicodi (intuiciiT) rom Sens blogze aRmoCenebi meloda, magram ratomRac aqamde ver Semovedi aq.
    keTili iyos Cemi fexi.

  11. M.K. ივლისი 7, 2011 at 5:06 PM #

    ჯერ, უბრალოდ, გაოგნებული ვარ, ისე მომწონს… სათქმელს თავს რომ მოვუყრი, შემოვალ ისევ :)

  12. salolas ივლისი 28, 2011 at 7:25 AM #

    ვაიმეეეეეე ძალიან, ძალიან მაგარი იყო!
    ფუ, ჩემი თავი მეზიზღება და მეცოდება ასეთ ბანალურ და იდიოტურ კომენტარს რომ ვტოვებ, მაგრამ მეტს ვერაფერს ვამბობ.. :)

    ვკითხულობდი და ისეე არ მინდოდა რომ ამ ბიჭთან ბანალური სექსით დამთავრებულიყო ყველაფერი..
    კარგი ხარ!!!! :*

    • kohinor ივლისი 28, 2011 at 4:46 PM #

      თავიდან გეგმაში მქონდა ეგ, მაგრამ შენი არ იყოს ძალიან მებანალურა ეგ იდეა :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: