გა2ებული

24 სექ

Kohinor’s Blog-ი მომავალ თვეს 2 წლის ხდება, წესით და რიგით, ამ ჩანაწერსაც 9 ოქტომბერს უნდა ვაქვეყნებდე, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა, არასდროს დამიწერია შემაჯამებელი პოსტები და ასეთ შესანიშნავ ინიციატივას “2 კვირით ადრე, თუ 2 კვირით გვიან” არ უნდა აბრკოლებდეს. არქივის პოსტებს გადავხედე ბლოგის დაბადების ზუსტი თარიღის დასადგენად და მოგონებები ამომიტივტივდა, ძალიან შებოჭილი ვწერდი თავიდან, ყველა სიტყვას ვწონიდი, სურათების ატვირთვა და სიტყვების გაბოლდებაც კი არ ვიცოდი, ჩემი ძველი პოსტები მონოლითური ნაგებობია, ერთ ადგილას ვერ შეასვენებ თვალს.

ორწლიანი სტაჟის მერე, შემიძლია ვთქვა, რომ ბლოგს აქვს გარკვეული მახასიათებლები, კერძოდ: თითოეული კომენტარი და ლაიქი იმ განსაკუთრებული სოციალური ჯგუფის წევრად მაგრძნობინებს თავს, რომელსაც მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობ. ამიტომ ჩემი ბლოგი არასდროს ყოფილა დღიური. რაც უნდა პირადულობაზე ჰქონოდა პრეტენზია, ამ მესამე პირების ნაგულისხმევი არსებობა გარკვეულ ჩარჩოებს და წესებს მაინც დაუდგენდა. აქ შეიძლება ითქვას, პოლარიზებას ვუკეთებ აზრებს, რაღაცას უფრო მეტად გამოვკვეთ და უფრო ვუსვამ ხაზს, რეალურად ასე რადიკალურად არც ვაზროვნებ. ბლოგზე მთავარი მკითხველია, თუ ვყვები ამბავს უცნობი ადამიანებისთვის, არ უნდა გამომრჩეს წვრილმანი დეტალები, რაც ჩემთვის თავისთავად ცხადს, გაუგებარს გახდის სხვისთვის.

კიდევ ერთი შემზღუდავი ფაქტორი არიან ნაცნობები, რომლებიც “Kohinor”-ს კითხულობენ, მე ვერასდროს ვწერ მათზე და Publish-ის ღილაკზე დაჭერამდე, წამით მაინც მიწევს დაფიქრება, რამე ხომ არ მივქარე.

თუმცა, ამ ორ წელიწადში დაგროვილი საუკეთესო პოსტები მაშინ დავწერე, როცა “ვნებებს” გულში ვერ ვაკავებდი და დიდად არ ვფიქრობდი სხვების აზრებზე. ასე მგონია, სხვა დანარჩენებს მაინც ეტყობა შალაშინის კვალი, ესენი კი ბუნებრივად იშვნენ და არა საკეისრო კვეთით. მაგალითად, პოსტი ჩემს ძმაზე ამერიკიდან მისი ჩამოსვლის ღამეს დავწერე, პოსტი ვირტუალურ ურთიერთობებზე მაშინ, როცა ძალიან გამივირტუალურდა ყველაფერი და რაღაცის შეცვლის სურვილი გამიჩნდა. არიან კიდევ ჩემი საყვარელი პოსტები, რომლებიც ფსიქოლოგიის ზეგავლენით დაიბადნენ, ჩანაწერები პერფექციონიზმზე და წაწლობაზე და რა თქმა უნდა პოსტი, რომლითაც პირველი გამარჯვება მოვიპოვე ვირტუალურ სივრცეში (გამარჯობა, “Sweet” !)

მაგრამ ხშირად, როგორც უკვე ვთქვი, ბლოგი ზოგად ტენდენციებს უფრო აღნუსხავს თუ რაზე ვფიქრობ იმ პერიოდში, მაგრამ გაცილებით არაზუსტად გამოხატავს იმას, თუ რას ვფიქრობ. ერთი წლის წინ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ისე მეშინოდა, რომ მას არ წაეკითხა, ან საერთო ნაცნობები არ გადაწყდომოდნენ ბლოგს, რომ ყველაფერი მივალამაზ-მოვალამაზე და გადავაკეთე, რაზეც ვწერდი და საერთოდ ანონიმურობის დაცვის მიზნით მხოლოდ ემოციების აღწერა მიწევდა და არა ფაქტების. ისე არ მინდა, გამოჩნდეს, თითქოს ვმსახიობობ და ვიტყუები, უბრალოდ ჩემთვის პოსტების ლიტერატურულად გამართვა საკმაოდ მნიშვნელოვანია და შეიძლება უფრო ხშირად იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ ვწერ და არა რას. წმინდად გასტრონომიული თვალსაზრისითაც, საჭმლის გემო ცხადია, მთავარია, მაგრამ მნიშვნელოვანია გაფორმებაც.

ჰეფი ბირთდეი, კოჰინორ! :*

ვისთვის როგორ, მაგრამ 2 წლის მერე, შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადი ბლოგი დღიურზე მეტად ეროტიკულ გამოცემას მაგონებს, აქაც შიშვლდები, მაგრამ ლამაზად და თანაც ბოლომდე არა…

Advertisements

18 Responses to “გა2ებული”

  1. Natalia სექტემბერი 24, 2011 at 11:02 AM #

    გილოცავ ბლოგის იუბილეს :)

    სანამ შემოვიდოდა და გავიგებდი, პოსტი რაზე იყო, მანამდე მომინდა მეთქვა, რომ კარგი ბლოგი გაქვს, უფრო ზუსტად რომ ვთქვა – საინტერესო :) ჰოდა აღმოჩნდა, რომ ზუსტად თემის შესაბამისია.

    მოკლედ, ასე : )

    • kohinor სექტემბერი 24, 2011 at 5:07 PM #

      მადლობა, ნატალია :) რომ მომილოცე იმისთვისაც და რომ გესაინტერესოება იმისთვისაც.

  2. kevana სექტემბერი 25, 2011 at 8:51 AM #

    ჰაფი ბ–დაი :*

  3. salolas სექტემბერი 25, 2011 at 5:23 PM #

    აააჰ როგორ საშინლად მიყვარს ეს ბლოგი! ზუსტად ამიტომ.. კარგად იცი ყველაფრის შელამაზება და შეფუთვა :* ყვები ჩვეულებრივს.. პირადულს, მაგრამ ვერ იგებ ზოგჯერ, ეს რაიმე გამოგონილი მოთხრობაა თუ შენი ისტორია..
    არ არსებობს შენი პოსტი რომელიც არ მომწონებოდა! აუ რა ბანალურად ვლაპარაკობ.. და საერთოდ მივხვდი რომ როცა შენთან კომენტარს ვწერ ყოველთვის ბანალურად ვლაპარაკობ: “ვაიმე რა მაგარიააა! გადავირიეეე”
    ბლაჰ..
    უბრალოდ, კარგი ხარ… :*
    და წერე..
    რომ მე ვიკითხო ^_^

  4. salolas სექტემბერი 25, 2011 at 5:24 PM #

    ბლეყ.. მოლოცვა დამავიწყდა :D
    გილოცავ გაორებას : ))) ეს ის შემთხვევაა როცა გაორება (რადგან არაა პიროვნული) ძააალიან კარგია ) ^_^
    გაბევრწლებულიყავი :*

    • kohinor სექტემბერი 25, 2011 at 6:52 PM #

      ვაიმე, რაღაც გული შემეკუმშა და სულელურად მომღიმარი გწერ პასუხს. დიდი მადლობა, ძალიან თბილად გამოგივიდა :)

      • salolas სექტემბერი 26, 2011 at 10:21 AM #

        ჰმმმ… :| სად გაქრი ფეიბუქიდან? :| გეძებდი გუშინ, რაღაცაზე უნდა მომენიშნე :შ

        • kohinor სექტემბერი 26, 2011 at 11:01 AM #

          ნერვები და დრო წაიღო :) დროებით ვისვენებთ ერთმანეთისგან :P

          • salolas სექტემბერი 26, 2011 at 3:06 PM #

            აააჰ : ) გული გადამიქანდა ხო არ წამშალათქო :D :დ მე ალბატ ვერასდროს მვოახერხებ მაგას.. არადა აშკარად ჩემი დროც უაზროდ მიაქვს :\ ხო კაი, რადგან იქ ვერ მოგნიშნე აქ გეტყვი: როცა გაბრაზებული ვარ, იმისთვის რომ დავმშვიდდე საჭიროა ჩემთვის ერთი ფილა შოკოლადი და კოჰინორის ბლოგი.. <3
            ^_^

          • kohinor სექტემბერი 26, 2011 at 3:46 PM #

            შოკოლადის დარი ვყოფილვარ! :D ასეთებს მეუბნები და როგორ გისურვო ახლა, არასდროს დაგჭირვებოდეთ მე და შოკოლადი-მეთქი? :)))) ისეც “მიგვირთვი”, გაუბრაზებლად :****

  5. Anonimi სექტემბერი 25, 2011 at 8:07 PM #

    გადმოცემით ვიცოდი ამ ბლოგის შესახებ. ახლა როცა აქ ვარ, მიხარია, რომ შემიძლია, მოგილოცო ბლოგის იუბილე. წარმატებებს (კიდევ უფრო მეტს) გისურვებ!

    • kohinor სექტემბერი 26, 2011 at 5:46 AM #

      მადლობა და ისა, მე კიდევ შენი წერილები წავიკითხე ჩუმად… :(

      • Anonimi სექტემბერი 26, 2011 at 3:27 PM #

        იმედია, მომაბეზრებელი არ იყო

  6. finiki სექტემბერი 26, 2011 at 3:22 PM #

    გილოცავ!
    მართალია შენ ბლოგზე კომენტარების სიუხვით არ გამოვირჩევი, მაგრამ ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, არაჩვეულებრივი ბლოგი გაქვს :)

    • kohinor სექტემბერი 26, 2011 at 3:41 PM #

      რაღაც მოწყენილი პერიოდი მაქვს, ფეისბუქთან ვიჩხუბე, სწავლასთან დაკავშირებით გაურკვევლობები… ჰოდა, ასეთი კომენტარები განსაკუთრებით მჭირდება და მახარებს. მადლობა – ამ სიტყვის მთელი სიგრძე-სიგანით :)

  7. Lu ოქტომბერი 26, 2011 at 6:01 PM #

    ar vici, shishveli tu chacmuli, magram sasiamovno casakitxia ))

    • kohinor ოქტომბერი 27, 2011 at 4:01 PM #

      ვცდილობთ, ვცდილობთ :)))) გმადლობთ ;)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: