ტრაგიკული Forever alone

18 ოქტ

აქამდეც კი ვიცნობდი შორიდან, მაგრამ, ამასწინ, ფეისბუქის შავი იუმორის გვერდზე შემთხვევით მოხვედრილმა, უფრო სრულად გავისიგრძეგანე Forever alone-ს არსებობის მთელი ტრაგიზმი… ვისთვისაც ამ მომენტამდე უცნობი იყო და ჯერაც არ აეჩუყებინა გული თვალცრემლიან, გაურკვეველი სქესისა და ჯიშის არსებას, მათთვის მემე Forever-alone-ს პორტრეტი.

ცნობისათვის, ის დაახლოებით 2010 წლის აპრილ-ივნისის შუალედში დაიბადა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ინტერნეტ-მომხმარებლებს კი თავი იმითი დაამახსოვრა, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მოხვედრილი საბოლოოდ მუდამ მარტოსული რჩება.

ირონია იქით იყოს, მაგრამ ამ პერსონაჟის პრობლემები იმიტომაც არის ასე «გულშიჩამწვდომი», რომ მისი ისტორიები ადამიანებისთვის ნაცნობია. (მე, პირადად, ამ ქვედაზე შემიძლია ხელი მოვაწერო )

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანის ერთ-ერთი მძლავრი მოთხოვნილება, ეს არის: ჰქონდეს ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობები სხვებთან.

Forever alone-ს მდგომარეობაში მყოფი ტიპი კი რისკის ქვეშ არის. ის გვალვაში მოხვედრილი მცენარეს ჰგავს, ისეა წყალს დახარბებული, დაბრმავებული ბენზინსაც სიხარულით შეისრუტავს.

შედარებისთვის, ცხოველები დაბადების პირველ საათებსა და დღეებში აქტიურად ეძებენ «დედის ხატს». ისინი იმახსოვრებენ ახლოს მყოფ საგნებს და შეიძლება ნებისმიერ მოძრავ არსებაზე, ადამიანის ჩათვლით გადაიტანონ თავიანთი ინსტინქტური რეაქციები — ეს ფენომენი იმპრინტინგის სახელითაა ცნობილი. პატარა ასაკი და ჩამოუყალიბებელი გონება ადამიანის შემთხვევაშიც ყველაზე ადვილად ემორჩილება ზეგავლენას. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ჩანს იმპრინტინგის  მსხვერპლი მოზრდილი ადამიანიც შეიძლება გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ ვერავის ხედავს ისეთს, ვისი მხარდაჭერის იმედიც ექნებოდა, ნერვული სტრესი აქვს და თავს არაეფექტურად მიიჩნევს.

ესეც ძალიან ტრაგიკულია :(

 ანუ, Forever alone ისეთი მიტოვებული შეყვარებულის როლშია, რომელიც ტკივილის გასაქარვებლად და სიცარიელის შესავსებად პირველივე მოძრავ ობიექტს აეკიდება. ამ ობიექტის თვისებებსაც დამახინჯებულად აღიქვამს და საერთოდ მისი შთაბეჭდილებები არავითარ ლოგიკას არ იქნება დაფუძნებული.

ზოგადად, ადამიანები უფრო გულწრფელები მაშინ ხდებიან, როცა უგუნებობა აწუხებთ. მარტოსული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი უბედურება კი ისიცაა, რომ ვერავისთან ახერხებენ სულის გამოთავისუფლებას. ადამიანი გულახდილობას ავლენს იმასთან, ვისაც იყვარებს (თუნდაც არაჯანსაღი იმპრინტინგის წყალობით) და გულწრფელობის გამოვლენის შემდეგ მეტად უყვარდება ის.

მაგრამ Forever alone-ს პრობლემა კიდევ უფრო გართულდება, თუ გადაწყვეტს, რომ იმაზე მეტს გასცემს (თუნდაც ეს მხოლოდ გულღიაობის ხარისხი იყოს), ვიდრე იღებს. — ეს იმ უსამართლობის განცდას გამოიწვევს, რომელიც საბოლოო ჯამში დისკომფორტისა და ურთიერთობით უკმაყოფილების წყარო გახდება.

ასე რომ, ისიც საკითხავია, ჯობია სამარადჟამო მარტოსულობით იტანჯო, თუ ილუზიებით მოიტყუო თავი…

P.S. პოსტი განგებ არ მოვათავსე ფსიქეს კატეგორიაში, ამისთვის ზედმეტად სუბიექტურია და ის ერთ, კონკრეტული ადამიანს ეძღვნება :)

Advertisements

5 Responses to “ტრაგიკული Forever alone”

  1. taledream ოქტომბერი 19, 2011 at 12:36 PM #

    „მაგრამ Forever alone-ს პრობლემა კიდევ უფრო გართულდება, თუ გადაწყვეტს, რომ იმაზე მეტს გასცემს (თუნდაც ეს მხოლოდ გულღიაობის ხარისხი იყოს), ვიდრე იღებს. — ეს იმ უსამართლობის განცდას გამოიწვევს, რომელიც საბოლოო ჯამში დისკომფორტისა და ურთიერთობით უკმაყოფილების წყარო გახდება.“
    ყოველთვის მეგონა, რომ მეტს გავცემდი ვიდრე ვიღებდი, ეს ალბათ ჩემი ზოდიაქოს ბრალიც არის (ვერძი ვარ), მერე მივხვდი, რომ შეუძლებელია სამაგიეროს ყოველთვის მიღება. პრობლემა გადაიჭრა და ბევრად ადვილია ეხლა გაცემა სამაგიეროს მოლოდინის გარეშე. მართალია ეს შენ კონკრეტულ ადამიანზე გაქვს დაწერილი, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია გარკვეულ მონაკვეთში თავისი თავი ამოიცნოს.

    • kohinor ოქტომბერი 19, 2011 at 3:15 PM #

      კი, ასე ადვილია. მაგრამ თუ სხვა გასცემს ჩემ მიმართ იმაზე მეტს, ვიდრე მე შემიძლია დავუბრუნო, ესეც კი შემაწუხებელია და მითუმეტეს, ადრე თუ გვიან ისიც მომაბეზრებელი გახდება, როცა ჩემი გაღებულის ნაცვლად ყოველთვის გაცილებით ნაკლებს მივიღებ. ალბათ გააჩნია, რამდენად აფასებ ადამიანს, თორემ თუ მუდამ “ძუნწი” იქნა, ერთხელაც დაიკიდებ

  2. kevana ოქტომბერი 24, 2011 at 4:11 PM #

    ილუზიას თავისი ადგილი აქვს და თავისი დოზები… ბევრი თუა, ესე იგი საგანგაშოა.. ჩემთვის პირადად საგანგაშოა… ასე რომ ილუზიები შორს ჩემგან… მწარე სიმართლე მირჩევნია, ისედაც ბევჯერ მტკენია გული, ერთი ორჯერაც კიდევ გადავიტან : )

    • kohinor ოქტომბერი 24, 2011 at 4:31 PM #

      მე კიდევ მიუხედავად იმისა, რომ რასაც ჰქვია ფობია ჩამესახა და ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ, გულის ტკენის საშიშროების გამო, ილუზიებს მაინც ვერ ვაღწევ თავს, ეტყობა თავის მოტყუება “მისწორდება” ქვეცნობიერად :P

  3. Kate_AlukaЯD ივლისი 25, 2012 at 12:42 AM #

    გული დამეწვა რაღაცნაირად :/ და + შენ ბოლო კომენტარს : ))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: