ჭაობიდან

8 ნოე

სამიოდე კვირა იქნება რაც ასე ვარ, შეიძლება მეტიც, მაგრამ ყველა დღე ისე კლონირებულივით ერთმანეთის მსგავსია, უკვე სათვალავი ამერია და ზუსტი თარიღი არც მახსოვს. აქამდე ვსწავლობდი: სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი… ვინმე მიყვარდა, ან მომწონდა: გიგა, ალიკა, იგორი, გიორგი… ცოტა ხანი სადღაც-სადღაც ვმუშაობდი და ჩემი საუკეთესო მეგობარიც თბილისში ცხოვრობდა: ნათია…

წელს მაგისტრატურაში ჩავირიცხე, ორჯერ ვიყავი ლექციაზე და მერე აკადემიური ავიღე; ფეხებზე მკიდია ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი (მამის, ძმის და ერთი წლის დისშვილის გამოკლებით), არსად არ ვმუშაობ და ნათიაც რაიონში გაემგზავრა. გეგმა, რომ აკადემიურის წყალობით გამოთავისუფლებულ დროს რაც შეიძლება საინტერესოდ და შემოქმედებითად გამოვიყენებდი, თანდათან მეფუშება. დრო გადის, ყოველდღე ვიფიქრებ, რომ ხვალიდან ყველაფერს შევცვლი, მაგრამ დილიდან იმასვე ვაკეთებ, რასაც წინა დღეს ვშვრებოდი:

ვიღვიძებ 12-ზე ან 1-ზე, ვსაუზმობ და ვჯდები კომპიუტერთან, ვრთავ ფეისბუქს, პარალელურად ვუყურებ IMDb-ზე 7+-ით შეფასებული რომელიმე სერიალის 4-5 სერიას, ხანდახან წავეთამაშები დისშვილს – ლევანიკოდ სახელდებულ მრგვალ არსებას, დავასტატუსებ მორიგ მარაზმს, შევამოწმებ მაილს, ვიჩეთავებ, გადავხედავ ორიოდე ბლოგს და სხვადასხვა ვაკანსიას, ისევ ვუყურებ სერიალის 4 სერიას, საღამოს ვსადილობ, ღამით ვვახშმობ და მთელი დროის 2-2 საათიან შუალედში ყავით ვიჭყიპები, ღამის 3-ზე ვიძინებ.

 ფსიქოლოგიაში არსებობს ლოკუსის კონტროლის თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანები 2 კატეგორიად იყოფიან. გარეგანი კონტროლის ლოკუსის მქონენი ბედისგან მართულად მიიჩნევენ თავს და “საკუთარ წარმატება-წარუმატებლობას გარეშე ძალებს მიაწერენ”,  ცხოვრებაც დინებას აქვთ მინდობილი. შინაგანი კონტროლის ლოკუსის მქონენი კი პირიქით, მხოლოდ თავიანთ თავს მიიჩნევენ საკუთარი ცხოვრების მჭედლად.

ყოველთვის ამ უკანასკნელ კატეგორიაში გამყავდა ჩემი თავი, არასდროს არ მიფიქრია, რომ ვინმეზე, ან რამეზე იყო ჩემი ბედ-იღბალი დამოკიდებული. მეგონა, თუ მოვინდომებდი, მთებს გადავდგამდი და ზღვებს დავაშრობდი. მაგრამ არათუ შინაგანი კონტროლის ლოკუსი, სინამდვილეში გარეგანიც კი არ მაქვს. ბედს მინდობილი და დინებას მიყოლილი ქათინაურიც კი იქნებოდა ჩემნაირისთვის. დინებას რომ მიჰყვე, მდინარეში მაინც უნდა ცურავდე, მე კი დიდ, მწვანე, ბუყბუყა ჭაობში ვარ ჩაფლული და ველოდები, როდის მომივლენს ალაჰი სასწაულს და აქედან ამომათრევს.

ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება მევე უნდა გავხადო საინტერესო, მაგრამ არ ვიცი ზუსტად როგორ და რაც მთავარია, არ ვიცი, საიდან დავიწყო. უფრო მარტივი ფიქრის სამომავლოდ გადადება და მორიგი სერიალის მოძებნაა. “ჰაუსი”, “მახინჯი ბეტი” და “სასოწარკვეთილი დიასახლისები” მოვილიე, ჰმ, ახლა რომელი?

Advertisements

9 Responses to “ჭაობიდან”

  1. გვირილა ნოემბერი 8, 2011 at 7:24 PM #

    მესმის შენი, ვყოფილვარ მასე, მიუხედავად იმისა, რომ მეც შინაგანი კონტროლის ლოკუსის მქონე უნდა ვიყო (თუმცა, ვაღიარებ, ეს ტერმინი აქ გავიგე პირველად). დებილობას გეტყვი და ბანალურობას, მარა ბანალური იმიტომაა, რომ ბევრმა გამოსცადა :-D ხოდა, შეეცადე გარემო შეცვალო და რაღაცეებზე გადაერთო. თუნდაც სეირნობა. არც ისე დამაჯერებლად ჟღერს, მარა მერწმინე, შველის ;-)

    • kohinor ნოემბერი 8, 2011 at 9:37 PM #

      მადლობა მხარდაჭერისთვის, მეც ხშირად ვყოფილვარ წინადაც ასე, თუ რაღაც არ მომიმწიფდა შიგნით და მე თვითონ არ ჩავთვალე, რომ საკმარისია და რამე უნდა შევცვალო, სხვების რჩევებს იქამდე აზრი არა აქვს. არადა, როგორ მომბეზრდა :(

  2. Kilavagora ნოემბერი 9, 2011 at 4:56 AM #

    ინგლისურზე რო იარო, არ გინდა? თუ დალაგებას ამუღამებ?! :P

    • kohinor ნოემბერი 9, 2011 at 9:29 AM #

      ინგლისურის სწავლა გეგმის ნაწილად მქონდა, მაგრამ დამოუკიდებლად მაგის ნერვები არ მაქვს და მასწავლებელს ფული უნდა. აი, ძმა რომ დამაფინანსებდეს… P.S. შენ თვითონ ვერ მოძებნი ნოტარიუსს?

  3. kevana ნოემბერი 11, 2011 at 2:50 PM #

    ახლა პატრიკი, ანუ მენტალისტი ^^

    ისე, არა.. გარეგანი ფაქტორის უარყოფა არ შეიძლება

  4. Gvantsa Lomaia დეკემბერი 19, 2011 at 7:01 PM #

    ეს ძალიან მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვის :|

    • kohinor დეკემბერი 19, 2011 at 7:10 PM #

      ვსო, აღარ ვარ ასე! ^_^ ალაჰი მოვიდა!

  5. purclebia მაისი 1, 2013 at 7:32 AM #

    saocrad mecno situacia :)……da rogor amoxvedit waobidan ???

    • kohinor მაისი 1, 2013 at 6:32 PM #

      მთავარია დრო არ გქონდეს ჭაობში საყურყუმელაო :) იმ პერიოდში მუშაობა დავიწყე, ახლა ვსწავლობ და პარალელურად პროექტებში ვარ ჩართული. იმის თქმა მინდა რომ მთავარია საიდანმე დაიწყო და მერე ყველაფერი მიებმევა ერთმანეთს უკეთესობისკენ :) ზოგადად დეპრესიული ნატურა ვარ, მაგრამ პატარ-პატარა ჩავარდნები რა სახსენებელია, ასე კარგა ხანია აღარ ვყოფილვარ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: