About

სახელზედ…

დაბადების და პირადობის მოწმობაში, სტუდენტთა სიაში, ყველა ოფიციალურ დოკუმენტში და ფეისბუქზე მოხსენებული ვარ როგორც – თინათინ მანია. შინაურები მეძახიან თინიკოს, რამდენიმე მეგობარი თიკოს, (მაგრამ ეს “თიკო” დღემდე არ “მევასება”. ბოდიში, გოგოებო!), ყველაზე მეტად მთბილა: თინ…

ჩემზედ…

ყველა ახალგაცნობილს, ჩემით დაინტერესებულ ადამიანებს და ბიჭებს, რომლებიც მომწონს, აუცილებლად ვეუბნები, რომ ვარ მხატვარი. მართალია, ბოლო სერიოზული ნახატი ალბათ ოთხი წლის წინ დავხატე და ჩემი მხატვრობა, აგერ რამდენი ხანია, რვეულებში პასტით ჩახატული პროფილებით შემოიფარგლება. მაგრამ მაინც ვერაფრით ველევი ასე საპატიო წოდებას და ჩემში მიძინებულ იმ უნარს, რომლებიც სხვებისგან განსხვავებულს მხდის. ამიტომაც, დიახ, მე ვარ მხატვარი!

კიდევ ვარ ფსიქოლოგი და ამ ბლოგის სამ პოსტზე მეტის წამკითხველი ამაში აუცილებლად რწმუნდება. სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორიების ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება ჩემი დიდი გატაცებაა.

ერთი და თუნდაც ნახევარი წლის წინ აუცილებლად აღვნიშნავდი, რომ სიყვარული, მასზე სასოწარკვეთილი გოდება და ლექსის-ლექსზე გამოცხობაც უზომოდ მიყვარს-მეთქი. მაგრამ ამ ბოლო დროს ამ მხრივ გულგრილობის მწვერვალს მივაღწიე. ამიტომ ამჟამად ეს გატაცება ჩემს მხატვრობაზე უარეს დღეში იმყოფება.

შენზედ…

შენ ხარ ან ჩემი ერთგული 20 ვიზიტორიდან ერთ-ერთი, ან იღბლიანი ოცდამეერთე! ვინც  და საიდან გადმოსულიც არ უნდა იყო, იცოდე ძალიან გამახარე. შენ გეძლევა სრული თავისუფლება, იქექო პოსტებში, მომიწონო, გამილანძღო და მიკომენტარო ისინი. შენ შეგიძლია, შემოხვიდე დღისით და ღამით, 24 საათის განმავლობაში, პიონერულ სიტყვას ვიძლევი, ამაზე არასდროს ვიწუწუნებ. შენ შეგიძლია, დამიმატო ფეისბუქში ფრენდად და ჩამსვა მეგობარი ბლოგების ლისტში. შენ შეგიძლია, ჩემზე იჭორაო ახლობლებში და დაუფიქრებლად გაამხილო ჩემი ბლოგის მისამართი. ის კი არა, თუ ძალიან გინდა, შეგიძლია დამარწმუნო, რომ სიყვარული მარადიულია და ის აუცილებლად აღგვამაღლებს!

პატივისცემით, Kohinor

16 Responses to “About”

  1. mezareba იანვარი 18, 2010 at 10:41 PM #

    მომეწონა უკვე…… მოგიკითხავ ხშირ–ხშირად.. რაღაც ესეთი პირი უჩანს :)

    • kohinor იანვარი 20, 2010 at 6:14 PM #

      კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს “ოჯახში” :)

  2. unrealizm მარტი 5, 2010 at 8:16 PM #

    კოლეგა : )

  3. კიწი ივნისი 8, 2011 at 3:00 PM #

    მომეწონა : )

  4. კიწი ივნისი 8, 2011 at 3:13 PM #

    კატაგელოფობიამ გამაკვირვა:შ რატომ?
    დრომოფობია აქვს ყველა ჩემს დაქალს და 1-2 გადავაჩვიე, რაღაცნაირად, არადა პანიკური შიში ქონდათ : )
    ენტომოფობიაში მეც გიერთდები )))

    მე ალგოფობია ,აქვს მგონი :შ

    • kohinor ივლისი 20, 2011 at 3:43 PM #

      უნდა ვაღიარო, იმდენი ხნის წინ დავწერე, მე თვითონ დამავიწყდა რა-რას ნიშნავდა და თვითონ მომიწია დაგუგლვა :D კატაგელოფობია მოზარდობისას ავიკიდე მგონი ;)

  5. nino ივლისი 24, 2012 at 2:08 PM #

    გამარჯობა, კარგად წერ და გონიერი ფსიქოლოგიც ჩანხარ. უკვე რამდენიმე ხანია შემოვრჩი ბლოგზე (ისე იშვიათად ვკითხულობ ხოლმე ბლოგებს) . მეც ფსიქოლოგი ვარ. ფსიქოლოგიის ინტსიტუტიდან ხომ არ ხარ?:)

    • kohinor ივლისი 24, 2012 at 2:22 PM #

      მადლობა :))) თსუ, 2011-ს გამოშვება ვარ

  6. nino ივლისი 24, 2012 at 3:21 PM #

    :)) კარგი გამოშვება ხარ:)
    წარმატებას გისურვებ!

  7. nia აგვისტო 16, 2012 at 8:23 AM #

    dzaaalian saintereso vinme chanxar ))) mets minda blogis gaketeba magram didi echvi mawuxebs rom aravin waikitxavs (

    • kohinor აგვისტო 16, 2012 at 11:33 AM #

      გახსენი, გახსენი, თუ გინდა, ესე იგი წერა გიყვარს, მინიმუმ იმიტომ უნდა გააკეთო რომ იმას შეხედო, შენ თვითონ როგორ ვითარდები წერის მხრივ დროთა განმავლობაში. თუ არ ცდი, იმასაც ვერ გაიგებ, გეყოლება თუ არა მკითხველი :) წარმატებები და მადლობა :)))

  8. salolas მარტი 20, 2013 at 3:20 PM #

    როგორ მიყვარს ეს გოგო : ))))

    • kohinor მარტი 20, 2013 at 4:45 PM #

      აქ ისე იშვიათად შემოვდივარ და უცებ ეს რომ ვნახე ისე გამიხარდა! ^_^ მადლობა, სალომე და მეც ძალიან მესიმპატიურები და მიყვარხარ :))))

      • salolas მარტი 20, 2013 at 7:36 PM #

        <3 ხოდა თუ გინდა უფრო მეტად შემიყვარდე, მაშინ ხშირად შემოდი აქ და წერე ბევრი ბევრი… <3

  9. misho დეკემბერი 14, 2013 at 9:46 PM #

    saxelis gatkma moginda gogo? ;)

    • kohinor დეკემბერი 14, 2013 at 9:53 PM #

      შეკითხვა ვერ გავიგე :/

დატოვე კომენტარი