წაწლობა: მარადიული სიყვარული

19 ივლ

ახლახან წავიკითხე ვაჟას, ზუსტად საუკუნის წინანდელი, წერილი წაწლობაზე. პირველ რიგში სქესის მიხედვით სიყვარულის განსხვავებული ხედვა ხომ ზუსტად აქვს დაჭერილი (“ქალი ცდილობს დროშა სიყვარულისა მაღლა ეჭიროს, სიყვარული იდეალური იყოს… მამაკაცი ცდილობს სიყვარული რეალობად აქციოს, განახორციელოს…”), მეორეც, ცოლ-ქმრის პოსტთაფლობისწლის თანამდევ მარადიულ პრობლემასაც ხსნის თავისდაუნებურად.

არა მგონია, მხოლოდ მე ვიყო ის გამონაკლისი, რომელსაც მოუსმენია ან უკვე მრავალწლოვან ცოლ-ქმრულ უღელში მყოფი, ან უკვე ცოლგაყრილი კაცებისგან, რომ თანაცხოვრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ცოლი აღარ იზიდავდათ როგორც სექსუალური ობიექტი. ერთმა თქვა, რომ როცა ეს ჟამი ჩამოჰკრავს, ის უბრალოდ როგორც ნათესავი ისე გიყვარს; პრობლემის ასეთი ინტერპრეტაციაც მოვისმინე: წარმოიდგინე, ყოველდღე შემწვარი წიწილა გედოს სუფრაზე, რაც არ უნდა საყვარელი კერძი იყოს, ოდესმე ხომ მოგბეზრდებაო? (შემწვარ წიწილაში თავისთავად გასაგებია, რომ აწ უკვე მოყირჭებული ცოლი იგულისხმებოდა.)

ისევ ვაჟას თუ დავესესხები: “ქალი კი მუდამ ამის მონატურია (მსურველია), ვაჟი ქალის სიყვარულით იწვებოდეს.”


ყვითელ პრესაში, ლიტერატურაში, ფსიქოლოგიაში ამ კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებელ რჩევებს უხვად არიგებენ: რომ “ცეცხლის” შესანარჩუნებლად ხშირ-ხშირად უნდა იცვალო იმიჯი, რომ არ უნდა გაიხსნა ბოლომდე (ამის ვარიაცია_შეინარჩუნო იდუმალება), უნდა იცვალო როლები, მოკლედ ძალისხმევა არ უნდა დაიშურო. რა თქმა უნდა, ეს რჩევები ქალებისთვის არის განკუთვნილი, ეს ხომ მათ უნდათ, ქმარი მათი ვნებით “იწვებოდეს”.

მაგრამ, საინტერესოა, გათხოვების ერთი წლის თავზე დაწყებული ეს დაუსრულებელი ბრძოლა ქმრის აღგზნების ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად, ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დამთავრდეს? ან თუ არ დასრულდება, საერთოდ არსებობს კი ამოუწურავი რესურსი ამ ხერხების მარადიული გამოყენებისთვის, სხვანაირად რომ ავხსნათ: იმიჯის შეცვლის მიზნით შეიძლება: გახდე, გასუქდე; გადაიპარსო თმა, შეიღებო: შავად, ქერად, წითლად, იისფრად, მწვანედ, ლურჯად… გაიკეთო და მოიშორო ტატუ, პირსინგი… იარო სპორტული, კლასიკური, როკერული სტილით ჩაცმულმა; დაინტერესდე ჯერ ფეხბურთით, მერე კალათბურთით, მერე ცხენბურთით; ჯერ პოპით, მერე როკით, მერე კლასიკით… საბოლოოდ კი ეს შესაძლებლობები ოდესმე მაინც ამოიწურება, რაღა უნდა შესთავაზო ქმარს ახალი, როცა ყველა შესაძლო და შეუძლებელ “იმიჯს” მოირგებ, იმის მერე, რაც ნობელის პრემიასაც მიიღებ, პარაშუტითაც გადმოხტები და კოსმოსშიც აიჭრები?! ანუ იმიჯის ცვლისა და იდუმალების შენარჩუნების გზას ადრე თუ გვიან უპირობო ჩიხში შევყავართ.

იდეალური სიყვარულის რეცეპტი კი წაწლობის ტრადიციაში შეგვიძლია ვიპოვოთ, რეცეპტი ასეთია: გინდა მარადიული სიყვარული? მოუსმინე ვაჟას :P

“(წაწალს) ესმის, არ მოჰყვება კარგი შედეგი სიყვარულის განხორციელებას; ამის შემდეგ ტრფობა, სიყვარული ავადა ხდება, მას ჭლექი ეყრება, სნეულდება და ბოლოს კვდება კიდეც. სიყვარულის განხორციელების შემდეგ ქალი ვაჟის თვალში პირვანდელ მიმზიდველობას ჰკარგავს, მისი დანახვა, ქალთან დაწოლა ვაჟს ცეცხლს აღარ უკიდებს, აღარა სწვავს (რა იგულისხმება განხორციელებაში, მგონი, დაკონკრეტებას არ საჭიროებს).

ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ სიყვარულს ფიზიოლოგიური, სქესობრივი ვნებათა ღელვა უდევს საფუძვლად. ფესვები ტრფობისა იქ იმალება, ხოლო თუ ეს ვნებათა ღელვა შეაჩერა მოთმინებამ, მაშინ ეს გრძნობა სიყვარულისა უფრო ძლიერია, იგი იღებს იდეალურ ფორმას…”

ანუ, რადგან წაწლობა უკვე ძველმოდურია, ხსნა პეტინგშია :D

“(ბუნებამ სთქვა) მოდი ფშაველ ქალს ამ ტურფა იას, რადგან სილამაზისა მოკლე ვადა აქვს… ეს ცოტა დრო სიამოვნებით გავატარებინოთ. ჩაუდვა მოსიყვარულე, პლატონური სიყვარულით გამსჭვალული გული ვაჟკაცისადმი, ვინც იმას მოეწონება, ვიზედაც თვალი მიუვა; ხოლო მის მშობლებს, ნათესავებს მივცე ისეთი ხასიათი, მოუთმინონ ქალ-ვაჟს ერთად ყოფნა, ერთად წოლა, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუშიო… ვაჟს წაწალს ხშირად მოუნდება ქალთან წაწალთან ღამე, ბნელაში წანწალი, მაგრამ ინუგეშებს იმით, ქალი მას სიყვარულით მიიღებს, მკლავზე დაიწვენს, ბევრს, ძალიან ბევრს ალერსიან სიტყვას ეტყვის:” გენაცვალე, ვენაცვალე შენს თვალთა, ვენაცვალე შენს მკლავთა. მოიტა შენი ენა პირში ჩამიდე, მოიტა შენი ნერწყვი ჩავყლაპო”. საქმეს ხორციელ ჩხირკედელეობამდე არ მიიყვანს, ამ მხრივ ძალიან ბრთხილია და გამოცდილი…

წაწლობის წყალობით ქალ-ვაჟი ბევრს სულიერ ტანჯვას და სიამოვნებას განიცდიან. დიდს ვარჯიშობაშია იმათი გრძნობა-გონება და თუ ფშაველები პოეტური ხალხია, რაშიც ყველა, ვინც ფშაველებს იცნობს, დამეთანხნება, _ ფშავლის მოლექსეობის ბრალი, სხვათა შორის, წაწლობაც არი.”

მარადიულ სიყვარულთან ერთად, შეიძლება პოეტობასაც გამოეკრას ხელი…

ჩემ მიერ მრავალჯერ ნახსენებ გურუსაც არაერთხელ უთქვამს: გინდა, შენს შეყვარებულს სიცოცხლის ბოლომდე ისე უნდოდე, როგორც თავიდან? შეხვდი მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ და არასდროს დაწვე მასთან!

დასკვნა: დაოჯახება შთამომავლობის გაჩენის მიზნით თუა გამართლებული, თორემ თუ მარადიული სიყვარულის შენარჩუნება გინდა, ქორწინებით ყველაფერს გააფუჭებ. ვინ იცის, იქნებ ჯობია, იდეალური სიყვარულით უყვარდე “წაწალს” და არასდროს გახდე მისი, ვიდრე იმისთვის, ვინც ასე გაღმერთებდა, ბოლოს “შემწვარ წიწილად” იქცე.

ჩემი მიზანი ასე ვთქვათ წაწლობის ტრადიციის ფსიქოლოგიური კუთხით დანახვა იყო, რაც შეეხება ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ინფორმაციას, დაინტერესებულ მკითხველს ეს მასალები უფრო წაადგება: Civil ენციკლოპედიური ლექსიკონიდან წაწლობა, ვასასის პოსტი წაწლობა – ფშავური ტრადიცია, სტატია presa.ge-დან წაწლობა და სწორფერობა მთაში,

Advertisements

20 Responses to “წაწლობა: მარადიული სიყვარული”

  1. mylpi ივლისი 19, 2010 at 6:47 PM #

    “შეხვდი მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ და არასდროს დაწვე მასთან! ”

    დარწმუნებული ხარ რომ ასე არ მოგბეზრდება ან პირიქით? იყავით ერთად სანამ გაქაჩავთ და მერე ახალი ცხოვრება დაიწყე, ვინ გაიძულებს მაინცდამაინც ერთი ადამიანით შემოისაზღვრო, მოკლედ მრავალფეროვნება მარტო თმის ფერის და ჰობის შეცვლა არაა :P

    • kohinor ივლისი 19, 2010 at 7:00 PM #

      ამ შემთხვევაში ცოლ-ქმრობაზეა საუბარი. ოჯახის შექმნის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლამდეც ამ მრავალფეროვნების გამოცდის შემდეგ ადრე თუ გვიან მიდიხარ და რომელიც ზუსტად ერთ ადამიანთან არის დაკავშირებული. ბოლოს და ბოლოს ხომ იქნება ვიღაც ერთი(უკანასკნელი სადგური), რომელსაც ადრე თუ გვიან მობეზრდები, ეს იგულისხმება.

      “დარწმუნებული ხარ რომ ასე არ მოგბეზრდება ან პირიქით?” ჰეჰ, იქნებ მობეზრდე კიდეც,მაგრამ ვერ დაგივიწყებს, ვერც შენ დაივიწყებ :P

  2. mylpi ივლისი 19, 2010 at 7:04 PM #

    დავიწყება სხვა საკითხია, მაგრამ აუცილებელი არაა პირველივე იყოს ბოლო სადგურიც, მოკლედ ცხოვრება გვიჩვენებს

    შენ ალბათ გაგიგია ჩემი დევიზის შესახებ – მივალ და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებ – ასე რომ ვნახოთ რა იქნება :)

  3. kevana ივლისი 19, 2010 at 8:34 PM #

    ჰოოო, საინტერესო პოსტი, საინტერესო :)

    ვაჟას ვეთანხმები: ქალს მუდამ უნდა მისი სურვილით იწვოდეს ვაჟი.

    მაგრამ ეს შემწვარი ქათამი… ერთი უნდა დავფიქრდე, მეც ხომ არ შემძულდება სულ დილა საღამოს შემწვარი კარტოფილი?

    ოხ, მამაკაცი რომ ვიყო, ვაჩვენებდი როგორ უნდა იყოს მამაკაცი :დ :დ :დ

    • kohinor ივლისი 20, 2010 at 4:20 AM #

      მადლობა, თუ საინტერესოდ მოგეჩვენა :)

      აი, ახლა რომ კაცად იქცე, “ქალურცხოვრებაგანცდილი” მართლა შეცვლიდი რამეს, თორემ თავიდანვე მამაკაცად დაბადებული ზუსტად ისეთივე კაცი იქნებოდი, როგორც სხვა ყველა :P

  4. Natalia ივლისი 21, 2010 at 9:10 AM #

    და ეს ყველაფერი რომ პირიქით იყოს, არა? იქნებ ქალს მობეზრდეს მალე კაცი და იქნებ კაცი ეცადოს, რომ გამრავალფეროვნდეს?

    ესე იგი, მარტო კაცებს ყირჭდებათ მალე პარტნიორები და მარტო მათი ფსიქოტიპი უნდა შევისწავლოთ, რომ როგორმე არ მოვბეზრდეთ.

    ფემინიზმმა შემიპყრო უცებ :D

    • kohinor ივლისი 21, 2010 at 12:18 PM #

      ფემინისტური ხედვა ვერაფერს შეცვლის :P სინამდვილეში ზუსტად ასე ხდება, რაც არ უნდა გ(ვ)ეთანაღრებოდეს. ქალს ყოფნის ერთი კაცი, თავისი ნაკლით და ღირსებით; კაცს არ ყოფნის (არ ვგულისხმობ იშვიათს კი არა, უიშვიათეს გამონაკლისებს); მე არ მომიგონებია და შენც შეამჩნევდი, რომ სადაც წერია, ყველა მსგავსი რჩევა ზუსტად ქალებისთვის არის განკუთვნილი.

  5. Tornike ივლისი 24, 2010 at 12:26 AM #

    კარგი პოსტია და ვაჟაც მართალია ამ თემის გარჩევაში.
    მაგრამ თუ ქალი ‘საქმეში’ მაღალ დონეზეა და გარეგნულადაც კარგია, ეგეთი ქალის სურვილი გადასძალავს მობეზრების ფაქტორს.

  6. Lula ივნისი 10, 2011 at 1:43 PM #

    დასკვნა ასეთა: საწყალი გაწიწილებული და გასაწიწილებელი ქალები :)

  7. Lula ივნისი 11, 2011 at 6:56 AM #

    davijero, shemtxveviti araa, kacebi rom kalebs katmebad moixsenieben?`katmis roli kalta cxovreba-mogvaceobashi` (kalta populacia sheidsleba amgvarad klasificirdes: cipuka — 0-6 clamde, cicila– 7-13, varia — 14-18, katami — 18-). ertoblivi posti xom ar dagvecera amaze? :DDDDDDD
    racc sheexeba posts: umnishvnelovanesi temaa da didi interesit cavikitxe. me, ukve sakmaod gvian, im daskvnamde mivedi, rom kacistvis siyvaruli ubralod cnobieri archevania _rodesac is igebs CNOBIER gadackvetilebas da konkretul kaltan ertad ickebs momavali shenebas, ak is ukve tavisi bunebis kontrolsac cdilobs, rom urtiertoba ar daengres. vfikrob,recepti imashia, rom partniors unda eshinedes sheni dakargvis, shen ki unda gkondes imisi dsala, rom ar caxvide kompromisze, tuki ragac shentvis martla miugebelia… kidev imashi, rom akvanshi ar ifskvna jvari )))

    • kohinor ივნისი 11, 2011 at 11:15 AM #

      რეცეპტი მომეწონა, ოღონდ მაგას სპეციფიკური ნიჭი უნდა და ზოგ ქალს დაბადებიდან აქვს ეგ ნიჭი, ზოგსაც – არა. რაც შეეხება კაცების სიყვარულის უნარს, ზედაპირული მგონია ასეთი დასკვნები, სტერეოტიპებზე უფროა დამყარებული, ვიდრე რეალობაზე.

      პრობლემა ისაა, რომ არც ჩვენ ვიცნობთ საკმარისად მათ და არც ისინი გვიცნობენ ისე კარგად, რომ დიაგნოზები ვსვათ: ვის როგორ უყვარს. ეგ ცნობიერი გადაწყვეტილება უფრო ცოლის მოყვანას ეხება, ვიდრე სიყვარულს ზოგადად. თანაც ცოლის მოყვანასაც ისეთ ასაკში, აი, რომ იგრძნობს, რომ აჰა, უკვე დროა, ამ დროს რთავს ალბათ ცნობიერებასაც. თორემ, ჩემი აზრით, კაცებს უფრო დიდი სიყვარულის უნარიც კი აქვთ, ვადებშია ოღონდ განსხვავება, დიდხანს ვერ ძლებს ეგეთი სიყვარული, ”გრძნობათა სიჭარბისგან იღუპება” : )) ჩვენ კი არ გვგვანან :P

  8. Lula ივნისი 11, 2011 at 11:58 AM #

    xo, nichia tu unar-chveva, jer kargad ar vici :D :D siyvarulis unarma mgoni sqesi ar icis da zedapiruloba… nu ramdeni celi da ramdeni vai-ushvelebeli daschirda mag zedapirulobde misvlaaas, rom… :D :D problema isaa, rom chven ertmanets ki ara, sakutar tavsac ar vicnobT kargad. vis rogor ukvars eg aba sad vtkvi? :O cnoberi gadackvetileba urtiertobis shenebas exeba chemtvis, ara spontanur shekvarebulobas, rodesac kvelaferi ginda da kvelaferi gamogdi (mag dros xom ragac arnaxuli dsala gedsleva). urtiertobis sheneba ki koveltvis colis mokvanas ar unda nishnavdes. chven ar ggvgvanan da gmertma ar knas dagvemsgavson :P (me sakamataod araferi damiceria da imedi makvs, konsesnsusi migceulia :D)

  9. თორნიკე ივლისი 30, 2011 at 9:10 PM #

    ეხლა ვნახე ჩემი წინა კომენტი ამ პოსტზე და ვაფშე off topic სისულელე დამიწერია : ) ამ თემაზე ვფიქრობდი იმ დღეს და პლიუს სხვა პოსტიც ვნახე, სადაც ორგაზმისგარეშე ინტიმური ამბების როლია გარჩეული ურთიერთობის დიდი ხნით საინტერესოდ შენარჩუნების ამბავში. საკმაოდ საინტერესო თეორიაა.

    • kohinor აგვისტო 3, 2011 at 4:03 PM #

      ანუ? ახლა საბოლოოდ ეთანხმები ვაჟას “თეორიას”? :) რა პოსტი ნახე და სად? დამაინტერესა

  10. თორნიკე აგვისტო 3, 2011 at 4:21 PM #

    ზოგადად ვეთანხმები და რაც შეეხება დეტალებს, მანდ უკვე ვარიაცია შეიძლება ალბათ. ანუ მგონია, რომ საკმაოდ ლოგიკურია თეორია, რომ მამაკაცის ხშირი ორგაზმი აუფერულებს ურთიერთობას და რომ ყოველდღიური ინტიმური ფიზიკური ამბების ორგაზმის გარეშე ჩატარებას (ანუ თავის შეკავება) შეუძლია ინტერესის შენარჩუნება.
    პოსტები: http://tinyurl.com/3ufycj5 , http://tinyurl.com/425cnqt

    • kohinor აგვისტო 3, 2011 at 5:03 PM #

      ერთი ფსიქოლოგიური თეორიაა, მგონი შეავსებს ამ თემას. მალე დავწერ ამაზე პოსტს. ჰეჰ, მაგარი იდეა მომივიდა :)

  11. donne აგვისტო 4, 2011 at 11:32 AM #

    საინტერესო პოსტია (ახალს ვკითხულობდი და აქ გადმოვედი, ახლა იმასაც წავიკითხავ).

  12. Giorgi Chubinidze იანვარი 10, 2014 at 5:13 PM #

    გამარჯობა, სად შემიძლია წავიკითხო თავად ვაჟა-ფშაველას წერილები წაწლობაზე?

    • kohinor იანვარი 10, 2014 at 5:33 PM #

      ინტერნეტში არა მგონია რომ იყოს, ესეების კრებულში ვნახე, თუ არ ვცდები, მაგრამ დიდი ხნის ამბავია და ზუსტად არ მახსოვს წიგნის სახელი :(

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: